ბიტუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიტუმი

ბიტუმი − (ლათ. bitūmen ასფალტი) – ფისოვანი ნივთიერებათა (ასფალტი, გუდრონი, ნავთობი) საერთო სახელწოდება, მყარი ან ფისისმაგვარი პროდუქტი, რომელიც შედგება ნახშირწყალბადებისა და მისით ნაწარმოები აზოტის, წყალბადის, გოგირდისა და ლითონის შემცველი ნარევებისაგან. წყალში არ იხსნება, ნაწილობრივ იხსნება ბენზოლში, ქლოროფორმში, გოგირდწყალბადში და სხვა ორგანულ გამხსნელებში.

სარჩევი

ბუნებრივი ბიტუმი

ბუნებრივი ბიტუმი ცხელი მთის მადნის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მიეკუთვნება ჩვეულებრივი ნავთობის პროდუქტები, რომლებიც მიიღება მადნის ქიმიური და ბიოქიმიური განჟანგვით. ასეთებია: ასფალტი, კერიტი, მალტი, იზოკერიტი და სხვ. მოპოვება წარმოებს კარიერული ან შახტური მეთოდით (ბიტუმის შემცველი ქვიშა). მიიღება ბიტუმოვანი ქანების გამოხარშვით ან ორგანულ გამხსნელებში გახსნით. სუფთა სახით იშვიათად გვხვდება. ბიტუმოვანი კირქვებისა და დოლომიტის ქანები გამოიყენება აგრეთვე წვრილი ფხვნილების სახით, ასფალტოვანი მასტიკისა და ასფალტბეტონებისათვის.


ხელოვნური (ტექნიკური) ბიტუმი

ნავთობის, ქვანახშირისა და ფენების გადამუშავების შემდეგ ნარჩენი პროდუქტია. შემადგენლობა ანალოგიურია ბუნებრივის.

საგზაო ბიტუმი

საგზაო ბიტუმი ჰეტეროორგანული ნაერთია, რომელიც მიიღება ნავთობმომპოვებელი მრეწველობის პროდუქტების გადამუშავებით. განსაზღვრული თვისებების შესაძენად ბიტუმს უმატებენ სხვადასხვა სახის გამხსნელ ნივთიერებას. გამოიყენება საავტომობილო გზის ასფალტის საფარის ქვედა შრედ (საფუძვლად). საგზაო ბიტუმი საექსპლუატაციო მახასიათებლებზე პირდაპირაა დამოკიდებული გზის საფარის სიმტკიცე და ხანგამძლეობა.

სამშენებლო ბიტუმი

სამშენებლო ბიტუმი უნივერსალური, მყარი ჰიდროსაიზოლაციო მასალაა, რომელიც მიიღება ნავთობისა და მისი ნარევების (ასფალტთან და ზეთების ექსტრაქტებთან) პირდაპირი გადამუშავების შედეგად ნარჩენი პროდუქტების დაჟანგვით. გაცხელებისას გადადის თხევად მდგომარეობაში და გაცივების შედეგად ინარჩუნებს სასურველ ფორმას. გამოირჩევა სიიაფით, სამშენებლო კონსტრუქციებთან კარგი შეჭიდულობით, პლასტიკურობით, მაღალი ჰიდროსაიზოლაციო თვისებებით, წყალუჟონადობით. გამოიყენება, როგორც წასასმელი მასალა საძირკვლების, ბრტყელი გადახურვების, მილსადენების, საკანალიზაციო და დამხმარე გვირაბების, შახტების, ხიდების, სარდაფების, კედლების, პანელებსშორისი პირაპირების, აუზების, აივნების, წყალშემკრები ჭებისა და არხების და მისთ. ჰიდროიზოლაციისათვის. სამშენებლო ბიტუმის ხარჯი 1 მ2 ზედაპირზე საშუალოდ შეადგენს 0,8-2 კგ-ს. მომხმარებელს მიეწოდება პოლიეთილენის ტომრებში ჩაწყობილი ბრიკეტების სახით.

მშენებლობაში გამოყენებული ბიტუმის სახეებია: ბუნებრივი, გააქტიურებული, გათხელებული, ექსტრაჰირებული, თხევადი, ნავთობის, ნარჩენი, ნაქრევი, ნელსქელებადი, საგზაო, სამშენებლო, საშუალოდ სქელებადი, სქელი, სწრაფსქელებადი, ფიქლის, ძლიერ აქტიური და სხვ.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები