აბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აბი, აბლარი''' – ნასოფლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ...) |
11:07, 22 აპრილი 2024-ის ვერსია
აბი, აბლარი – ნასოფლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარტიკამთან ახლოს, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე აბდარის სათავეში. ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“. ოსმალების მიერ არასწორად იქნა შეტანილი მისი სახელი დავთარში. 1920-იან წლებში მოსახლეობა აქედან ქ. ახალციხეში გადასახლებულა. შემორჩენილია აბლარის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები. მისი ნამდვილი ქართული სახელი აბლარი ყოფილა.
წყარო
სამცხე–ჯავახეთი — ცნობარი