მორლეის თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: 120პქ '''მორლეის (მორლის) თეორემა''' – თეო...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მორლეის თეორემა“ გადაიტანა გვერდზე „მორლის თეორემა“) |
16:44, 24 აპრილი 2024-ის ვერსია
მორლეის (მორლის) თეორემა – თეორემა, რომელიც 1899 წელს დაამტკიცა ამერიკელმა მათემატიკოსმა ფრანკ მორლეიმ შემდეგში მდგომარეობს: ნებისმიერი სამკუთხედის შიგა კუთხეების ურთიერთმოსაზღვრე ტრისექტრისების გადაკვეთის წერტილები წარმოადგენენ ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებს.
მოგვიანებით შეამჩნიეს, რომ ანალოგიურ თვისებებს ფლობენ სამკუთხედის გარე კუთხეების ტრისექტრისების გადაკვეთის წერტილები.
ტრისექტრისა – კუთხის წვეროზე გამავალი სხივი, რომელიც კუთხეს ჩამოჭრის მისი სიდიდის მესამედს.