ბენარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბენარა, ბელნარა''' – სოფელი საქართველოში, [[ადიგენის მუნიცი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:სოფლები ადიგენის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:სოფლები ადიგენის მუნიციპალიტეტში]] | ||
| − | [[კატეგორია:სოფლები სამცხე- | + | [[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]] |
მიმდინარე ცვლილება 17:51, 26 აპრილი 2024 მდგომარეობით
ბენარა, ბელნარა – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბასთუმნისწყლის (ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1050-1100 მ სიმაღლეზე, ადიგენ-ახალციხის საავტომობილო გზაზე.
მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 230, რომელთა 88 % ქართველია (2002). სოფლის მიდამოებშია „ოქროს ციხე” (განვ. შუა სს.). სოფლის ძველი სახელწოდება ყოფილა ბელნარა. პირველად მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” როგორც ახალციხის ლივის ალთუნყალის (ოქოროსციხე) ნაჰიეში შემავალი სოფელი. სოფლის სიახლოვეს, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 1.3 კმ მანძილზე, „ზადენ გორაზე” მიკვლეულია ნამარხი ფაუნა (ანტილოპის, მარტორქის, ჟირაფის ნაშთები).