კვადრანტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კვადრანტი''' – (ლათ. quadrantis – „მეოთხედი ნაწილი“). 1. კვადრანტი არი...) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:გეომეტრია]] | [[კატეგორია:გეომეტრია]] | ||
[[კატეგორია:მათემატიკა]] | [[კატეგორია:მათემატიკა]] | ||
| + | [[კატეგორია:მხაზველობითი გეომეტრია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:31, 29 აპრილი 2024 მდგომარეობით
კვადრანტი – (ლათ. quadrantis – „მეოთხედი ნაწილი“).
1. კვადრანტი არის სიბრტყეზე ორი ურთიერთპერპენდიკულარული საკოორდინატო ღერძის მიერ შექმნილი ოთხი მართი კუთხიდან ერთ-ერთი კუთხე. კვადრანტის ნუმერაციას ჩვეულებრივ ახდენენ საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. პირველ კვადრანტად მიღებულია ის მართი კუთხე, რომლის გვერდებია დადებითად მიმართული 0x და 0y ნახევარღერძები.
2. კვადრანტს აგრეთვე უწოდებენ წრის მეოთხედს, სექტორს ცენტრალური კუთხით 90° (ტრიგონომეტრიაში ხშირად უწოდებენ მეოთხედს).