თორის ქვაბული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თორის ქვაბული''' – ქვაბული თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილშ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 
[[კატეგორია:ქვაბულები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ქვაბულები საქართველოში]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]

მიმდინარე ცვლილება 16:54, 17 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

თორის ქვაბული – ქვაბული თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, მდინარეების ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადები) აუზებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მოქცეულია გვირგვინასა და ციხისჯვრის ქედებს შორის. მცირე კავკასიონის საქართველოს ნაწილში იგი არის ერთადერთი უბანი, სადაც მეოთხეული ვულკანიზმის შედეგად ვრცელი მასივია შექმნილი. ამასთან ქვაბული ტბების სიუხვით გამოირჩევა. ლავური ღვარებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ბაკურიანისა და გუჯარეთის, რომლებიც დაბა ბაკურიანამდე და დაბა წაღვერამდე აღწევს. ქვაბული და მიმდებარე ფერდობები წარსულში ნაძვის, სოჭის, წიფლის, ფიჭვის ტყეებით იყო შემოსილი. ამჟამად ტყე ზოგან გაჩეხილია, ან განადგურებულია ხანძრების შედეგად. ცნობილია, რომ გვირგვინას ქედის აღმოსავლეთ ნაწილში ტყე გადაიწვა XX საუკუნის დასაწყისში და მის ნაცვლად განვითარდა ჟოლოიანი შამბნარები და მდელოები. ქედების თხემი შემოსილია ალპური მდელოს მცენარეულობით.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები