იხტილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:IXTILA.PNG|thumb|200px|იხტილა]]
 
'''იხტილა,''' (ღრტილა, ღირტილა, ხრტილა, კაკნატელა) –  სოფელი სამხრეთ [[საქართველო]]ში, [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]], ბარალეთის თემში, [[ახალქალაქის პლატო]]ს ჩრდილოეთ ნაწილში, ზრვის დონიდან 1690-1740 მ სიმაღლეზე, [[ქალაქი|ქალაქ]] [[ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)|ახალქალაქიდან]] ჩრდილო-აღმოსავლეთით 22 კმ მანძილზე. მიდამოები უტყეოა. საქართველოს
 
მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.  
 
მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.  

21:05, 7 მაისი 2024-ის ვერსია

იხტილა

იხტილა, (ღრტილა, ღირტილა, ხრტილა, კაკნატელა) – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთის თემში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, ზრვის დონიდან 1690-1740 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 22 კმ მანძილზე. მიდამოები უტყეოა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 1258, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია. X თუ XI საუკუნეში აქ გაიმართა საეკლესიო კრება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის: „იქმნა კუალად კრება ღრტილას, არა ვიდრემდე სამღუდელო, არამედ უფროსღა სამხედრო“. ჩვენ დრომდე მოაღწია ღრტილას კრების პოლემიკური ნაწილის აქტები.

სოფლის სახელწოდება „იხტილა“ ქართული სახელწოდების დამახინჯებული ფორმაა, რომელიც 1828-1829 წლების შემდეგ წარმოიქმნა, როცა სამცხე-ჯავახეთში დასახლდა თურქეთიდან გადმოსახლებული სომეხი მოსახლეობა. სოფლის ძველი ქართული სახელწოდებაა ღრტილა, რომელიც 10 საუკუნის წინ მაინც უნდა იყოს შერქმეული.

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები