ძრუხულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:მდინარეები იმერეთში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები იმერეთში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები დასავლეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები დასავლეთ საქართველოში]]
[[კატეგორია: მდინარეები ვანის მუნიციპალიტეტში]]]]
+
[[კატეგორია: მდინარეები ვანის მუნიციპალიტეტში]]

მიმდინარე ცვლილება 17:55, 19 მაისი 2024 მდგომარეობით

ძრუხულა – პატარა მდინარეა იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტში. მდინარე სულორის მარჯვენა შენაკადი. ჩამოუდის სოფლებს: ზედა ბზვანს, ისრითს, რომანეთს, სულორს და ძულუხს. ადგილობრივ ამ მდინარეს წყალშავასაც უწოდებენ.

[რედაქტირება] სახელწოდება

ძნელი არ არის იმის დადგენა, რომ ჰიდრონიმი ძრუხულა სპეციფიკური -ურა სუფიქსით არის გაფორმებული, მაგრამ ფუძეში (ძირში) სონორი -აეს არსებობის გამო -ურა ულა სუფიქსად ქცეულა. ისიც ცნობილია, რომ ჰიდრონიმული ფორმანტი –ურა ობიექტის კუთვნილებას გამოხატავს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ძრუხ- ფუძე წარმოშობით ტოპონიმი (სოფლის სახელი) უნდა იყოს. საკითხის გარკვევაში დიდად გვიწყობს ხელს ღელის მეორე, ადგილობრივ ცნობილი, ძულხურა ფორმა, რომელსაც სპორადულად ძულუხურადაც გაიგონებთ. მაშასადამე თავდაპირველ ძულუხურას („სოფელ ძულუხის წყალი“, „ძულუხთან ჩამომდინარი ღელე“) ჯერ ძულხურა მოუცია, აქედან კი მეტათეზისი ძრუხულა მიგვიღია.


[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები