წითელთავა ნარჩიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წითელთავა ნარჩიტა''' – (Regulus ignicapillus), ბეღურასნაირი ასპუჭაკასებრ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:WITELTAVA NARCHITA.JPG|thumb|200პქ|წითელთავა ნარჩიტა]]
 
'''წითელთავა ნარჩიტა''' – (Regulus ignicapillus), ბეღურასნაირი ასპუჭაკასებრთა ოჯახიდან. იშვიათი და მცირერიცხოვანი ფრინველია, [[საქართველო]]ში ვიწრო ლოკალური გავრცელების.  
 
'''წითელთავა ნარჩიტა''' – (Regulus ignicapillus), ბეღურასნაირი ასპუჭაკასებრთა ოჯახიდან. იშვიათი და მცირერიცხოვანი ფრინველია, [[საქართველო]]ში ვიწრო ლოკალური გავრცელების.  
  

15:50, 20 მაისი 2024-ის ვერსია

წითელთავა ნარჩიტა

წითელთავა ნარჩიტა – (Regulus ignicapillus), ბეღურასნაირი ასპუჭაკასებრთა ოჯახიდან. იშვიათი და მცირერიცხოვანი ფრინველია, საქართველოში ვიწრო ლოკალური გავრცელების.

წითელთავა ნარჩიტა გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთი ნაწილის კუნძულებზე, მცირე აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკასა და კუნძულ ტაივანზე. სამხრეთ საქართველოში გვხვდება მდინარე მტკვრის ხეობაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ბინადრობს წიწვიან ტყეებში.

წითელთავა ნარჩიტა ხეზე იკეთებს ბურთისებრი მოყვანილობის ბუდეს. წელიწადში ორჯერ (მაისსა და ივნის-ივლისში) დებს 7-11 (12-მდე) კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 16 დღე-ღამე. კრუხობს დედალი.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი საქართველოს წითელი წიგნი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები