პარაბოლოიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
ფაილი:Paraboloidi 2.JPG|ჰიპერბოლური პარაბოლოიდი | ფაილი:Paraboloidi 2.JPG|ჰიპერბოლური პარაბოლოიდი | ||
</gallery> | </gallery> | ||
| − | |||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | + | *[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
| + | *[[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:გეომეტრია]] | [[კატეგორია:გეომეტრია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:58, 28 მაისი 2024 მდგომარეობით
პარაბოლოიდი – (ბერძ. parabolḗ შედარება, მსგავსება და -oeidēs მსგავსი, მსგავსება, ფორმა < eîdos სახე, ფორმა), მე-2 რიგის ზედაპირი, რომელიც მიიღება პარაბოლას ბრუნვით მისი ღერძის გარშემო.
პარაბოლოიდი არის უცენტრო ჩაუკეტავი ზედაპირი, რომლის უმარტივეს განტოლებებს დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში აქვს შემდეგი სახე:
- x2/p2 + y2/q2 = 2z (ელიფსური პარაბოლოიდი),
- x2/p2 – y2/q2 = 2z (ჰიპერბოლური პარაბოლოიდი), სადაც p>0, q>0 – ნახევარღერძებია.
აქ პარაბოლოიდის წვეროს კოორდინატთა Oxyz სისტემის სათავეშია, Oz ღერძი – პარაბოლოიდის სიმეტრიის ღერძია; 0xz და 0yz სიბრტყეები – პარაბოლოიდის სიმეტრიის სიბრტყეებია.
პარაბოლოიდი არის უცენტრო ღია ზედაპირი.
თუ პარაბოლას ვაბრუნებთ მისი ღერძის გარშემო, მივიღებთ ბრუნვით პარაბოლოიდს.