ტოლათსოფელი
(ახალი გვერდი: '''ტოლათსოფელი''' – (ძუელი ამტნის ხევი) სოფელი აღმოსავლეთ [[საქა...) |
|||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
==== სახელწოდება ==== | ==== სახელწოდება ==== | ||
| − | სახელწოდება ტოლათსოფელი აშკარად ანთროპონიმული წარმოშობისაა, რაზედაც სხვათა შორის [[ნათესაობითი ბრუნვა|ნათესაობითი ბრუნვის]] -თ ნიშანიც მეტყველებს: | + | სახელწოდება ტოლათსოფელი აშკარად ანთროპონიმული წარმოშობისაა, რაზედაც სხვათა შორის [[ნათესაობითი ბრუნვა|ნათესაობითი ბრუნვის]] -თ ნიშანიც მეტყველებს: „ტოლას შთამომავლების სოფელი“, „ტოლაშვილების სოფელი“, „სოფელი, რომელშიც ტოლათ (–ტოლაანთ) ოჯახიშვილობა სახლობდა ან სახლობს“. |
| − | ნათელი შინაარსის მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ | + | ნათელი შინაარსის მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტოპონიმი ტოლაანთსოფელი განმარტებულია როგორც „ორი ტოლი (ტყუპები) ძმის მიერ დასახლებული სოფელი“: „ორი ტყუპი ძმა ყოფილა, ტოლები ყოფილან, [[დევი]] მოუკლავთ აქა და იმის ნაჭერ მამულში თავად დასახლებულან“ (ბაბო ქინჭქარაული, ტოლათსოფელი, 1973 წ.). |
მიმდინარე ცვლილება 14:49, 31 მაისი 2024 მდგომარეობით
ტოლათსოფელი – (ძუელი ამტნის ხევი) სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ღულელების თემში. მდებარეობს ერწოს ქვაბულში, აძეძისა და თრანულის (ივრის აუზი) შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 29 კილომეტრით. ამ სოფელში მასწავლებლობდა დიდი ვაჟა-ფშაველა.
[რედაქტირება] სახელწოდება
სახელწოდება ტოლათსოფელი აშკარად ანთროპონიმული წარმოშობისაა, რაზედაც სხვათა შორის ნათესაობითი ბრუნვის -თ ნიშანიც მეტყველებს: „ტოლას შთამომავლების სოფელი“, „ტოლაშვილების სოფელი“, „სოფელი, რომელშიც ტოლათ (–ტოლაანთ) ოჯახიშვილობა სახლობდა ან სახლობს“.
ნათელი შინაარსის მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტოპონიმი ტოლაანთსოფელი განმარტებულია როგორც „ორი ტოლი (ტყუპები) ძმის მიერ დასახლებული სოფელი“: „ორი ტყუპი ძმა ყოფილა, ტოლები ყოფილან, დევი მოუკლავთ აქა და იმის ნაჭერ მამულში თავად დასახლებულან“ (ბაბო ქინჭქარაული, ტოლათსოფელი, 1973 წ.).