ნუნცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
14:41, 5 ივნისი 2024-ის ვერსია
ნუნცია, ნუნციუსი – (იტალ. Nunzio, ლათ. Nuntius - წარგზავნილი), რომის პაპის დიპლომატიური წარმომადგენელი იმ სახელმწიფოებში, რომლებთანაც ვატიკანს დამყარებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. თანახმად ვენის კონვენციისა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961), ნუნცია, ისევე როგორც ელჩი, მიეკუთვნება საოქმო ურთიერთობებში ყველაზე მაღალი დონის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის კატეგორიას. უმრავლეს კათედრალურ ქვეყნებში ნუნცია წარმოადგენს დიპლომატიური კორპუსის დუაიენს რწმუნების სიგელის გადაცემის თარიღის მიუხედავად.
იხილე აგრეთვე
დიპლომატიური კლასები და რანგები