პანამის კონგრესი 1826
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:საერთაშორისო | + | [[კატეგორია:საერთაშორისო კონფერენციები]] |
22:44, 11 ივნისი 2024-ის ვერსია
პანამის კონგრესი 1826 – (პერუს, კოლუმბიის, მექსიკის და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენელთა კონფერენცია), მიმდინარეობდა 22.VI – 15.VII ქ. პანამაში. მოიწვიეს ამერიკაში ესპანური კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ს. ბოლივარის ინიციატივით, რომელიც ცლილობდა ესპანური ამერიკის ერთ კონფედერაციად ან ფედერაციულ რესპუბლიკად გაერთიანებას. ჩილემ და არგენტისის ფედერაციულმა რესპუბლიკამ კონგრესში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. კონგრესზე მიიწვიეს აშშ, ასეევე დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდი, რომელთაც კოლონიები ჰქონდათ ამერიკაში. აშშ-ის მონათმფლობელეურ წრეებს არ სურდათ კონგრესში მონაწილეობა, კერძოდ, ისინი კატეგორიულად უარს ამბობდნენ, დახმარებოდნენ კუბას ესპანელთა ბატონობისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. აშშ-ის კონგრესში სანგრძლივი დებატების შემდეგ, კონგრესზე გასაგზავნი დვლეგატები დაამტკიცეს, მაგრამ დანიშნულების ადგილზე ჩასელას ისინი არ ჩქარობდნენ და კონგრესის მუშაობაში ფაქტობრივად არ მონაწილეობდნენ. ბრიტანეთის მთავრობამ კონგრესზე ოფიციალური მეთვალყურე გაგზავნა, რომელსაც ხელი უნდა შეეშალა აშშ-სთვის, განემტკიცებინა ლიდერის როლი ესპანურ ამერიკაში. კონგრესის მონაწილეებმა დადეს ხელშეკრულება სამუდამო კავშირის, ლიგის და კონფედერაციის შესასებ. აგრეთვე ხელშეკრულება, რომელმაც დააფიქსირა ჯარებისა და ფულადი სახსრების რაოდენობა, რომელიც თითოეულ სახელმწიფოს უნდა გადაეხადა კონფედურაციის ერთიანი შეიარაღებული ძალების შესაქმნელად, ამ ხელშეკრულებათა რატიფიკაცია მოახდინა მხოლოდ კოლუმბიამ. კონგრესის გადაწყვეტილებები არ განხორციელდა, რადგან ესპანური ამერიკის სახელმწიფოთა შორის წინააღმდეგობებმა, ს. ბოლივარის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლამ, ისევე როგორც ამ პროექტის მიმართ აშშ-ისა და დადი ბრიტანეთის მტრულმა დამოკიდებულებამ, სერიოზული სიძნელეები შეუქმნა კონფედერაციის შექმნას.