იოანე შავლიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იოანე შავლიანი''' – აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაა...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შავლიანი იოანე“ გადაიტანა გვერდზე „იოანე შავლიანი“)

18:47, 13 ივნისი 2024-ის ვერსია

იოანე შავლიანი – აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 868 წლიდან.

გიორგი I-ის სიკვდილის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო მისი ძმისშვილი, დემეტრე II შვილი ბაგრატი, მაგრამ გიორგი I-ის ქვრივი წინ აღუდგა მის გამეფებას და დაუკავშირდა აფხაზეთის დიდგვაროვანს − იოანე შავლიანს. მან მოაწყო შეთქმულება. ჩიხას ერისთავი მოკლული იქნა, ხოლო ბაგრატი კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს და თავი ბიზანტიას შეაფარა.

ტახტზე ავიდა იოანე შავლიანი (შავლიანები – საფიქრებელია სვანური წარმოშობის საგვარეულო იყო), მან თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად თავის ვაჟს შერთო გურამ მამფალის ასული.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები