არსენ კათოლიკოსი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არსენ კათოლიკოსი“ გადაიტანა გვერდზე „კათოლიკოსი არსენი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კათოლიკოსი არსენი“ გადაიტანა გვერდზე „არსენ კათოლიკოსი“ გადა...) |
13:23, 15 ივნისი 2017-ის ვერსია
არსენ კათოლიკოსი - კათოლიკოსი და მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დაახლ. XIII ს-ის 40-იანი წწ-დან 1248 წ-მდე.
დაახლ. 1241 წ. იგი რუსუდან მეფემ დიპლომატიური მოლაპარაკებების საწარმოებლად გააგზავნა ბათუ ყაენთან, სადაც თან ხლებია მგელა აბულახტარისძე. უკან დაბრუნების შემდეგ არსენ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლი ამ პირს აძლევს წყალობის სიგელს. იგივე არსენი 1247/1250 წწ-ში ბერად შემდგარა შიომღვიმის მონასტერში. მისი მოთხოვნით გრიგოლ სურამელმა დაუბრუნა მიტაცებული სოფლები შიომღვიმის მონატერს, რაზედაც იუწყება გრიგოლ სურამელის მონასტრისადმი ბოძებული ანდერძი.
წყარო და ლიტერატურა
ქისკ 1984: 119, 125, 127; ბერძენიშვილი 1966: 21-22.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017