ყირიმის კონფერენცია
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
'''ყირიმის კონფერენცია 1945''' - (4-11.02), [[აშშ|აშშ-ის]] ([[რუზველტი ფრანკლინ დელანო|ფ. რუზველტი]]), [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთის]] ([[უინსტონ ჩერჩილი|უ. ჩერჩილი]]) და სსრ კავშირის ([[სტალინი იოსებ|ი. სტალინი]]) ხელმძღვანელების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების, უმაღლესი შტაბების უფროსების და მრჩევლების მონაწილეობით. | '''ყირიმის კონფერენცია 1945''' - (4-11.02), [[აშშ|აშშ-ის]] ([[რუზველტი ფრანკლინ დელანო|ფ. რუზველტი]]), [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთის]] ([[უინსტონ ჩერჩილი|უ. ჩერჩილი]]) და სსრ კავშირის ([[სტალინი იოსებ|ი. სტალინი]]) ხელმძღვანელების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების, უმაღლესი შტაბების უფროსების და მრჩევლების მონაწილეობით. | ||
| − | კონფერენციაზე შეათანხმეს [[ანტიჰიტლერული კოალიცია|ანტიჰიტლერული კოალიციის]] სამი წამყვანი სახელმწიფოს გეგმები, ფაშისტური [[გერმანია|გერმანიის]] და მისი მოკავშირეების განადგურების შესახებ, შეიმუშავეს [[მსოფლიო ომი|მსოფლიოს ომის]] შემდგომი მოწყობის ძირითადი პრინციპები. კერძოდ, შეთანხმდნენ | + | [[საერთაშორისო კონფერენციები|კონფერენციაზე]] შეათანხმეს [[ანტიჰიტლერული კოალიცია|ანტიჰიტლერული კოალიციის]] სამი წამყვანი სახელმწიფოს გეგმები, ფაშისტური [[გერმანია|გერმანიის]] და მისი მოკავშირეების განადგურების შესახებ, შეიმუშავეს [[მსოფლიო ომი|მსოფლიოს ომის]] შემდგომი მოწყობის ძირითადი პრინციპები. კერძოდ, შეთანხმდნენ |
* გადაექციათ გერმანია [[ომი|ომის]] შემდეგ [[დემილიტარიზაცია (ტერიტორიის)|დემილიტარიზებულ]], დემოკრატიულ სახელმწიფოდ; | * გადაექციათ გერმანია [[ომი|ომის]] შემდეგ [[დემილიტარიზაცია (ტერიტორიის)|დემილიტარიზებულ]], დემოკრატიულ სახელმწიფოდ; | ||
მიმდინარე ცვლილება 23:19, 22 ივლისი 2024 მდგომარეობით
ყირიმის კონფერენცია 1945 - (4-11.02), აშშ-ის (ფ. რუზველტი), დიდი ბრიტანეთის (უ. ჩერჩილი) და სსრ კავშირის (ი. სტალინი) ხელმძღვანელების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების, უმაღლესი შტაბების უფროსების და მრჩევლების მონაწილეობით.
კონფერენციაზე შეათანხმეს ანტიჰიტლერული კოალიციის სამი წამყვანი სახელმწიფოს გეგმები, ფაშისტური გერმანიის და მისი მოკავშირეების განადგურების შესახებ, შეიმუშავეს მსოფლიოს ომის შემდგომი მოწყობის ძირითადი პრინციპები. კერძოდ, შეთანხმდნენ
- გადაექციათ გერმანია ომის შემდეგ დემილიტარიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ;
- განეიარაღებინათ და დაეშალათ მისი შეიარაღებული ძალები;
- გაეუქმებინათ გენერალური შტაბი და სამხედრო მრეწველობა;
- გაეუქმებინათ ფაშისტური კანონები და აეკრძალათ ნაცისტური პარტია;
- სამართალში მიეცათ სამხედრო დამნაშავეები;
- გერმანიის ტერიტორია დაეყოთ სამ საოკუპაციო ზონად;
- დაეკისრებინათ გერმანიისთვის ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
- შეექმნათ აღნიშნული ოპერაციებისთვის სპეციალური კომისია.
კონფერენციამ განიხილა გაეროს შექმნის პრობლემა და გადაწყვიტა, 1945 წლის 25 აპრილს მოეწვია სან-ფრანცისკოში გაეროს წესდების შემუშავების დამფუძნებელი კონფერენცია.
მიღწეულ იქნა შეთანხმება პოლონეთის საზღვრებისა და მისი მთავრობის შესახებ. შეთანხმდნენ, მოეხდინათ დროებითი მთავრობის რეორგანიზაცია ფართო წარმომადგენლობით საფუძველზე, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი მოღვაწეების მონაწილეობით; გაეტარებინათ საბჭოთა კავშირ-პოლონეთის საზღვარი „კერზონის ხაზზე“ პოლონეთის სასარგებლოდ 5-8 კმ-ის გადახრით. ამასთან, არსებითად გაეფართოებინათ პოლონეთის ტერიტორია ჩრდილოეთით და დასავლეთით.
განიხილეს საკითხები იუგოსლავიის მთავრობის შექმნის თაობაზე. შეთანხმება შორეული აღმოსავლეთის საკითხებზე ითვალისწინებდა ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ სსრ კავშირის ჩაბმას იაპონიის წინააღმდეგ ომში.