რიო-დე-ჟანეიროს ხელშეკრულება 1947
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''რიო-დე-ჟანეიროს ხელშეკრულება 1947''' – (ამერიკათაშორისო „ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ“, ცნობილია ასევე, როგორც ხელშეკრულება დასავლეთ ნახევარსფეროს თავდაცვის | + | '''რიო-დე-ჟანეიროს ხელშეკრულება 1947''' – (ამერიკათაშორისო „ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ“, ცნობილია ასევე, როგორც ხელშეკრულება დასავლეთ ნახევარსფეროს თავდაცვის შესახებ და „რიო-დე-ჟანეიროს პაქტი“), ხელი მოაწერეს 2.IX რიო-დე-ჟანეიროში [[აშშ]]-მა და ლათინური ამერიკის 20-მა [[სახელმწიფო]]მ ამერიკათაშორის კონფერენციაზე, რომელიც კონტინენტზე მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნების საკითხებს ეძღვნებოდა (15.VIII-2.IX). ძალაში შევიდა 3.XII.1948. წარმოადგენს ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელ დოკუმენტს. |
| − | ხელშეკრულების მონაწილეებმა იკისრეს, მიეღოთ კოლექტიური ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახის ზომები, მათ შორის შეიარაღებული | + | ხელშეკრულების მონაწილეებმა იკისრეს, მიეღოთ კოლექტიური ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახის ზომები, მათ შორის [[შეიარაღებული ძალები]]ს გამოყენება შემდეგ შემთხვევებში: ნებისმიერ ამერიკულ სახელმწიფოზე ანდა იმ ტერიტორიაზე თავდასხმის დროს, რომელიც მისი „ეფექტური იურისდიქციის“ ქვეშ იმყოფებოდა; თუ საფრთხე შეექმნებოდა რომელიმე ამერიკული სახელმწიფოს [[სუვერენიტეტი|სუვერენიტეტს]] ანდა „პოლიტიკურ უშიშროებას“ კონტინენტზე, ანდა მის ფარგლებს გარეთ დაწყებული [[კონფლიქტი]]ს შედეგად; თუ შეიქმნებოდა ისეთი სიტუაცია, რომელიც „საფრთხეს შეუქმნიდა მშვიდობას დასავლეთს ნახევარსფეროში“. ხელშეკრულების თანახმად, გადაწყვეტილებები ასეთი ზომების შესახებ უნდა მიეღოთ ხმათა 2/3-ით, რის შემდეგაც ისინი სავალდებულო ხდებოდა ხელშეკრულების ყველა მონაწილისათვის. |
| + | |||
| + | 70-იანი წლების დასაწყისში ამერიკელ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში დაიწყო მწვავე პოლიტიკური ბრძოლა ამერიკათაშორისი ურთიერთობების ძირეული გარდაქმნის და კერძოდ, ხელშეკრულების რეფორმის საკითხზე. ამერიკულ სახელმწიფოთა პოლიტიკური წარმომადგენლების კონფერენციაზე (16-26.XII.1975) მიღებულმა ოქმმა (ე.წ. სან-ხოსეს ოქმი) ხელშეკრულებაში რიგი შესწორებები შეიტანა. ოქმში შეიტანეს 1974 [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის]] მიერ მიღებული [[აგრესია|აგრესიის]] განსაზღვრა. აშშ-ის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, ხელშეკრულებაში შეიტანეს მუხლი „ეკონომიკური უშიშროების“ კოლექტიური გარანტიების შესახებ. კონფერენციამ დაადგინა აგრეთვე, რომ გადაწყვეტილებას [[სანქციები საერთაშორისო სამართალში|სანქციებს]] გაუქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მიიღებდნენ არა ხმათა 2/3-ით, არამედ უბრალო უმრავლესობით. ამას შესაძლებელი გახადა ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მიერ 1964 [[კუბა|კუბის]] წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმება. | ||
| ხაზი 7: | ხაზი 9: | ||
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:საერთაშორისო ხელშეკრულებები]] | [[კატეგორია:საერთაშორისო ხელშეკრულებები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 00:01, 1 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
რიო-დე-ჟანეიროს ხელშეკრულება 1947 – (ამერიკათაშორისო „ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ“, ცნობილია ასევე, როგორც ხელშეკრულება დასავლეთ ნახევარსფეროს თავდაცვის შესახებ და „რიო-დე-ჟანეიროს პაქტი“), ხელი მოაწერეს 2.IX რიო-დე-ჟანეიროში აშშ-მა და ლათინური ამერიკის 20-მა სახელმწიფომ ამერიკათაშორის კონფერენციაზე, რომელიც კონტინენტზე მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნების საკითხებს ეძღვნებოდა (15.VIII-2.IX). ძალაში შევიდა 3.XII.1948. წარმოადგენს ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელ დოკუმენტს.
ხელშეკრულების მონაწილეებმა იკისრეს, მიეღოთ კოლექტიური ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახის ზომები, მათ შორის შეიარაღებული ძალების გამოყენება შემდეგ შემთხვევებში: ნებისმიერ ამერიკულ სახელმწიფოზე ანდა იმ ტერიტორიაზე თავდასხმის დროს, რომელიც მისი „ეფექტური იურისდიქციის“ ქვეშ იმყოფებოდა; თუ საფრთხე შეექმნებოდა რომელიმე ამერიკული სახელმწიფოს სუვერენიტეტს ანდა „პოლიტიკურ უშიშროებას“ კონტინენტზე, ანდა მის ფარგლებს გარეთ დაწყებული კონფლიქტის შედეგად; თუ შეიქმნებოდა ისეთი სიტუაცია, რომელიც „საფრთხეს შეუქმნიდა მშვიდობას დასავლეთს ნახევარსფეროში“. ხელშეკრულების თანახმად, გადაწყვეტილებები ასეთი ზომების შესახებ უნდა მიეღოთ ხმათა 2/3-ით, რის შემდეგაც ისინი სავალდებულო ხდებოდა ხელშეკრულების ყველა მონაწილისათვის.
70-იანი წლების დასაწყისში ამერიკელ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში დაიწყო მწვავე პოლიტიკური ბრძოლა ამერიკათაშორისი ურთიერთობების ძირეული გარდაქმნის და კერძოდ, ხელშეკრულების რეფორმის საკითხზე. ამერიკულ სახელმწიფოთა პოლიტიკური წარმომადგენლების კონფერენციაზე (16-26.XII.1975) მიღებულმა ოქმმა (ე.წ. სან-ხოსეს ოქმი) ხელშეკრულებაში რიგი შესწორებები შეიტანა. ოქმში შეიტანეს 1974 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული აგრესიის განსაზღვრა. აშშ-ის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, ხელშეკრულებაში შეიტანეს მუხლი „ეკონომიკური უშიშროების“ კოლექტიური გარანტიების შესახებ. კონფერენციამ დაადგინა აგრეთვე, რომ გადაწყვეტილებას სანქციებს გაუქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მიიღებდნენ არა ხმათა 2/3-ით, არამედ უბრალო უმრავლესობით. ამას შესაძლებელი გახადა ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მიერ 1964 კუბის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმება.