ბარაკი ეჰუდ
(ახალი გვერდი: ეჰუდ ბარაკი '''ეჰუდ ბარაკი''' – (ნამდვილი გვარი ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარაკი ეჰუდ“ გადაიტანა გვერდზე „ეჰუდ ბარაკი“) |
12:34, 29 ივლისი 2024-ის ვერსია
ეჰუდ ბარაკი – (ნამდვილი გვარი ბრუგი, ებრ. אֵהוּד בָּרָק, დ. 12 თებერვალი, 1942), ისრაელის პრემიერ–მინისტრი.
ფიზიკა-მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა ებრაულ, უნივერსიტეტში (1968), ხოლო მაგისტრის ხარისხი – სტენფორდის უნივერსიტეტში (კალიფორნია, აშშ, 1978). 1959-დას მსახურობდა ჯარში (ცაჰალი). იყო: 1907 – მზვერავთა რაზმის მეთაური ექვსდღიან ომში; 1968 – ცაჰალის გენშტაბის სპეციალური ელიტური ქვედანაყოფის მეთაური. მონაწილეობდა სხვადასხვა ანტიტერორისტულ ოპერაციებში; 1972 მეთაურობდა ოპერაციას ლოდის აეროპორტში იმ მძევალთა გასათავისუფლებლად, რომლებიც პალესტინელებმა აიყვანეს ავიაკომპანია საბენას თვითმფრინავის ხელში ჩაგდებისას, სირიელ ოფიცერთა დაჭერას ლიბანში და „ახალგაზრდობის გაზაფხულს“ – პალესტინის ტერორის თავკაცთა ლიკვიდაციას ბეირუთში (ენტებეს); 1973 – მეთაურობდა სატანკო ბატალიონს (სინაი) ქიფურის ომში; 1979 მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება; 1982 სათავეში ჩაუდგა არმიის მზვერავთა სამსახურს – „ამას”-ს; 1982 გახდა ყველაზე ახალგაზრდა გენერალ-მაიორი ისრაელის არმიაში; 1986 დაინიშნა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურად, ხოლო 1987 – გენშტაბის უფროსის მოადგილედ. 1991 მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება და დაინიშნა გენშტაბის უფროსად. მას გენერლებს შორის ყველაზე მეტი ჯილდო აქეს, რომელთა შორისაა: საგმირო საქმეებისათვის წარჩინების ოთხი ნიშანი და ორდენი „მოფეტი“. 1995 ივლისიდან – პარტია „ავოდას“ წევრი და შინაგან საქმეთა მინისტრი; 1995 წლის ნოემბრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი; 1996 – ქნესეთის წევრი; 1997 წლის ივნისი-დას – პარტია „ავოდას“ თავმჯდომარე; 1999 – ბლოკ „ისრაელ ასათის“ ლიდერი, გამოირჩეოდა საქართველოსადმი და ქართველ ებრაელთა მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით. გაიმარჯვა 1999 წლის 17 მაისის არჩევნებში და გახდა ისრაელის მთავრობის მეთაური.