ამადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | [[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | ||
| − | [[კატეგორია:ძველი | + | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტის არქიტექტურა]] |
11:09, 16 ოქტომბერი 2024-ის ვერსია
ამადა – სოფელი ასუანიდან 200 კმ სამხრეთით, სადაც მდებარეობს XVIII დინასტიის ფარაონების თოტმეს III-ის და ამონხეტეპ II-ის მიერ აგებული ცნობილი ამადას ტაძარი, მიძღვნილი ამონ-რასა და რა-ხორახტისადმი. ტაძრის ფასადი დაასრულა სეტი I-მა, რომელმაც მას პატარა პილონი მიუშენა.
1964-1975 წწ. ასუანის კაშხალის აგებასთან დაკავშირებით ტაძარი გადააადგილეს დაახლ. 65 მეტრით ზევით და 2 კილომეტრით უკან. პირველმა ტაძარი შეისწავლა ა. გოტიემ. ტაძრის კედლებზე მოთავსებულია ორი მნიშვნელოვანი წარწერა: ერთი მოგვითხრობს ამონხეტეპ II-ის მიერ შვიდი Takhesy-ს (სირია) ბელადის გაჟლეტის შესახებ, მეორე კი მერნეპტახის დროს ეგვიპტეში ლიბიელების შეჭრაზე.