მინი (ეგვიპტური ღვთაება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მინი '''მინი''' – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Mini.PNG|thumb|მინი]]
 
[[ფაილი:Mini.PNG|thumb|მინი]]
'''მინი''' –  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ეგვიპტური ღვთაება, ჩასახვის და ნაყოფიერების ღმერთი. თავდაპირველად ეთაყვანებოდნენ, როგორც [[ფეტიში|ფეტიშს]] (ორი ჰარპუნის მსგავსი ისრისაგან შედგენილი კომპოზიცია), რომელიც იმავდროულად იყო მისი ნომის (მეცხრე ზემოეგვიპტური ნომის) [[ემბლემა]] და რომლის არსი დადგენილი არ არის. როგორც ჩანს, ეს ფეტიში მინის არსებას გამოხატავდა, რადგან მისი სახელის დაწერისას ფეტიშის ნიშანი ყოველთვის გამოიწერებოდა. მინს ეთაყვანებოდნენ ასევე კოპტოსში (ზემო გვიპტის მეხუთე ნომი). მინის ანთროპომორფიზაცია ჯერ კიდევ წინადინასტიურ დროს მოხდა. მისი გამოსახულებები, რომლებიც ნაქადას კულტურის გერზეული პერიოდით არის დათარიღებული, ეგვიპტური ღმერთის ანთროპომორფული სახით გამოსახვის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. ისინი წარმოადგენენ ასევე ღმერთის უძველეს ქანდაკებებს ეგვიპტეში. ამ ორმეტრიან კოლოსებს, რომლებიც კოპტოსთან იქნა ნაპოვნი, უკვე აქვთ ის სახე, რომელიც მინმა ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე შეინარჩუნა.  
+
'''მინი''' –  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ეგვიპტური ღვთაება, ჩასახვის და ნაყოფიერების ღმერთი. თავდაპირველად ეთაყვანებოდნენ, როგორც [[ფეტიში|ფეტიშს]] (ორი ჰარპუნის მსგავსი ისრისაგან შედგენილი კომპოზიცია), რომელიც იმავდროულად იყო მისი [[ნომი]]ს (მეცხრე ზემოეგვიპტური ნომის) [[ემბლემა]] და რომლის არსი დადგენილი არ არის. როგორც ჩანს, ეს ფეტიში მინის არსებას გამოხატავდა, რადგან მისი სახელის დაწერისას ფეტიშის ნიშანი ყოველთვის გამოიწერებოდა. მინს ეთაყვანებოდნენ ასევე კოპტოსში (ზემო გვიპტის მეხუთე ნომი). მინის ანთროპომორფიზაცია ჯერ კიდევ წინადინასტიურ დროს მოხდა. მისი გამოსახულებები, რომლებიც ნაქადას კულტურის გერზეული პერიოდით არის დათარიღებული, ეგვიპტური ღმერთის ანთროპომორფული სახით გამოსახვის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. ისინი წარმოადგენენ ასევე ღმერთის უძველეს ქანდაკებებს ეგვიპტეში. ამ ორმეტრიან კოლოსებს, რომლებიც კოპტოსთან იქნა ნაპოვნი, უკვე აქვთ ის სახე, რომელიც მინმა ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე შეინარჩუნა.  
  
ის გამოისახებოდა ერეგირებული ფალოსით, ზემოთ აღმართული მარჯვენა ხელით, რომელშიც მათრახი ეკავა. მინის სხეული ჩვეულებრივ შავი ფერის იყო, რადგან ეს ფერი ეგვიპტელისათვის ნაყოფიერ მიწასთან ასოცირდებო. და მის ქუდს ორი მაღალი ბუმბული ამშვენებდა. მას მოიხსენიებდნენ, როგორც „ხელაპყრობილს“ და „მაღალ ბუმბულებიანს“. მინის ატრიბუტი იყო ღორის ქადა (მცენარე, Lactuca sativa), ეგვიპტელის წარმოდგენით, ამ მცენარის რძიანი ფურცლები მამაკაცურ საწყისს აძლიერებდა. კოპტოსის ადგილმდებარეობის გამო მინი აღმოსავლეთ უდაბნოს ბატონიც იყო. ითვლებოდა, რომ ის ქმნიდა მაღაროების მშვენიერ ქვებს, და მას მაღაროელების და მონადირეების მფარველად აღიქვამდნენ, მაგრამ მისი ძირითადი ფუნქცია მაინც ნაყოფიერებასთან იყო დაკავშირებული.  
 
მიმდინარე ცვლილება 22:58, 2 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

Mini.PNG

მინი – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ეგვიპტური ღვთაება, ჩასახვის და ნაყოფიერების ღმერთი. თავდაპირველად ეთაყვანებოდნენ, როგორც ფეტიშს (ორი ჰარპუნის მსგავსი ისრისაგან შედგენილი კომპოზიცია), რომელიც იმავდროულად იყო მისი ნომის (მეცხრე ზემოეგვიპტური ნომის) ემბლემა და რომლის არსი დადგენილი არ არის. როგორც ჩანს, ეს ფეტიში მინის არსებას გამოხატავდა, რადგან მისი სახელის დაწერისას ფეტიშის ნიშანი ყოველთვის გამოიწერებოდა. მინს ეთაყვანებოდნენ ასევე კოპტოსში (ზემო გვიპტის მეხუთე ნომი). მინის ანთროპომორფიზაცია ჯერ კიდევ წინადინასტიურ დროს მოხდა. მისი გამოსახულებები, რომლებიც ნაქადას კულტურის გერზეული პერიოდით არის დათარიღებული, ეგვიპტური ღმერთის ანთროპომორფული სახით გამოსახვის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. ისინი წარმოადგენენ ასევე ღმერთის უძველეს ქანდაკებებს ეგვიპტეში. ამ ორმეტრიან კოლოსებს, რომლებიც კოპტოსთან იქნა ნაპოვნი, უკვე აქვთ ის სახე, რომელიც მინმა ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე შეინარჩუნა.

ის გამოისახებოდა ერეგირებული ფალოსით, ზემოთ აღმართული მარჯვენა ხელით, რომელშიც მათრახი ეკავა. მინის სხეული ჩვეულებრივ შავი ფერის იყო, რადგან ეს ფერი ეგვიპტელისათვის ნაყოფიერ მიწასთან ასოცირდებო. და მის ქუდს ორი მაღალი ბუმბული ამშვენებდა. მას მოიხსენიებდნენ, როგორც „ხელაპყრობილს“ და „მაღალ ბუმბულებიანს“. მინის ატრიბუტი იყო ღორის ქადა (მცენარე, Lactuca sativa), ეგვიპტელის წარმოდგენით, ამ მცენარის რძიანი ფურცლები მამაკაცურ საწყისს აძლიერებდა. კოპტოსის ადგილმდებარეობის გამო მინი აღმოსავლეთ უდაბნოს ბატონიც იყო. ითვლებოდა, რომ ის ქმნიდა მაღაროების მშვენიერ ქვებს, და მას მაღაროელების და მონადირეების მფარველად აღიქვამდნენ, მაგრამ მისი ძირითადი ფუნქცია მაინც ნაყოფიერებასთან იყო დაკავშირებული.

მინის ქანდაკებები გამოჰქონდათ მინდვრებში, რომ მას ისინი დაელოცა, და პირველი მოსავალი ჩვეულებრივ მას შეეწირებოდა. მოსავლის დიდი დღესასწაულის პროცესიაში მინის ქანდაკებას წინ მიუძღოდა ბუმბულებით მორთული თეთრი ხარი, რომელიც ასევე ნაყოფიერებასთან იყო დაკავშირებული. უკვე ძველი სამეფოს დროიდან მინი ასოცირებული იყო ხორთან, თებეში კი მოხდა მისი ამონთან დაახლოება. მინი დაკავშირებული იყო ასევე ოსირისის მისტერიებთან. ბერძნებმა მინი პანთან გააიგივეს.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები