ჩვეულებრივი ფლამინგო
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Cveulebrivi flamingo.PNG|thumb|150px|ჩვეულებრივი ფლამინგო]] | ||
'''ჩვეულებრივი ფლამინგო''' (ლათ. Phoenicopterus ruber Linnaeus, 1758) − ფრინველი ფლამინგოსებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 355-460 მმ-ია, გალო − 260-370 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] (ქორდაზე) − 115-135 მმ, წონა − 2500-4500 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფლამინგოს საერთო შეფერილობა თეთრია, მაგრამ სხეულის ზოგიერთ ნაწილზე აქვს მეტ-ნაკლები ინტენსივობის ვარდისფერი ელფერი. ფრთების ზემო და ქვემო მფარავები, მეორე რიგის შიგნითა მომქნევები და იღლიის ბუმბულები ალისფერ-ვარდისფერია. მომქნევები შავია, საჭის ბუმბულები მოვარდისფრო. სახის ტიტველი ნაწილები წითელია. ნისკარტი მის ძირითად ნაწილში ვარდისფერია, ხოლო წვეროს ნახევარში − შავი. ვარდისფერია ფეხებიც. | '''ჩვეულებრივი ფლამინგო''' (ლათ. Phoenicopterus ruber Linnaeus, 1758) − ფრინველი ფლამინგოსებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 355-460 მმ-ია, გალო − 260-370 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] (ქორდაზე) − 115-135 მმ, წონა − 2500-4500 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფლამინგოს საერთო შეფერილობა თეთრია, მაგრამ სხეულის ზოგიერთ ნაწილზე აქვს მეტ-ნაკლები ინტენსივობის ვარდისფერი ელფერი. ფრთების ზემო და ქვემო მფარავები, მეორე რიგის შიგნითა მომქნევები და იღლიის ბუმბულები ალისფერ-ვარდისფერია. მომქნევები შავია, საჭის ბუმბულები მოვარდისფრო. სახის ტიტველი ნაწილები წითელია. ნისკარტი მის ძირითად ნაწილში ვარდისფერია, ხოლო წვეროს ნახევარში − შავი. ვარდისფერია ფეხებიც. | ||
მიმდინარე ცვლილება 00:50, 5 აპრილი 2025 მდგომარეობით
ჩვეულებრივი ფლამინგო (ლათ. Phoenicopterus ruber Linnaeus, 1758) − ფრინველი ფლამინგოსებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 355-460 მმ-ია, გალო − 260-370 მმ, ნისკარტი (ქორდაზე) − 115-135 მმ, წონა − 2500-4500 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფლამინგოს საერთო შეფერილობა თეთრია, მაგრამ სხეულის ზოგიერთ ნაწილზე აქვს მეტ-ნაკლები ინტენსივობის ვარდისფერი ელფერი. ფრთების ზემო და ქვემო მფარავები, მეორე რიგის შიგნითა მომქნევები და იღლიის ბუმბულები ალისფერ-ვარდისფერია. მომქნევები შავია, საჭის ბუმბულები მოვარდისფრო. სახის ტიტველი ნაწილები წითელია. ნისკარტი მის ძირითად ნაწილში ვარდისფერია, ხოლო წვეროს ნახევარში − შავი. ვარდისფერია ფეხებიც.
აღწერილია 3 ქვესახეობა საქართველოში გვხვდება ევროპული ფლამინგო − P. r. roseus Pallas, 1811.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სსრ კავშირში ფლამინგო ამჟამად მხოლოდ ყაზახეთში ბუდობს კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სსრკ ფარგლებს გარეთ მოიპოვება სამხრეთ ესპანეთში, მწვანე კონცხის კუნძულებზე, ტუნისში, სპარსეთის ყურეში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში. გადამფრენი ფრინველია. სსრკ ტერიტორიაზე ზამთრობს კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებზე, უმთავრესად ლენქორანის მიდამოებში. საქართველოში მიმოფრენის დროს ნაპოვნია აფხაზეთში და ფარავნის ტბაზე.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ტიპობრივი ადგილსამყოფელოა ზღვებისა და მლაშე ტბების თავთხელი სანაპიროები ან კუნძულები, რომლებიც ადამიანისათვის ძნელად მისადგომია და ღარიბია ხმელეთის მცენარეულობით.
[რედაქტირება] გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს კოლონიებად. მაისში იკეთებს ბუდეს მიწაზე − უშუალოდ წყლის მახლობლად, ზოგჯერ წყალშიც. დებს 1-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 30-32 დღეს გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
ფლამინგოს საკვებს შეადგენენ მლაშე წყლის შლამიან ფსკერზე მცხოვრები უხერხემლო ცხოველები − პატარა ზომის მწერები, კიბოსნაირები, ლოკოკინები, ჭიები, აგრეთვე წყალმცენარეები.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ძვირფასი დეკორატიული ფრინველია.