ლიტკე ფიოდორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Litke fiodor.PNG|thumb|150px|ფიოდორ ლიტკე]]
 
'''ფიოდორ ლიტკე'''  –  (რუს. Фёдор Петро́вич Ли́тке; გერმ. Friedrich Benjamin Graf von Lütke; 1797-1882 წ.წ.), რუსი მეზღვაური, ადმირალი.  
 
'''ფიოდორ ლიტკე'''  –  (რუს. Фёдор Петро́вич Ли́тке; გერმ. Friedrich Benjamin Graf von Lütke; 1797-1882 წ.წ.), რუსი მეზღვაური, ადმირალი.  
  

20:03, 15 თებერვალი 2025-ის ვერსია

ფიოდორ ლიტკე

ფიოდორ ლიტკე – (რუს. Фёдор Петро́вич Ли́тке; გერმ. Friedrich Benjamin Graf von Lütke; 1797-1882 წ.წ.), რუსი მეზღვაური, ადმირალი.

1821-1824 წ.წ. მან შემოუარა ახალი მიწის დასავლეთ სანაპიროს კუსოვის კონცხიდან სამხრეთით პრინც ნასაუს კონცხამდე ჩრდილოეთით; 1822-1823 წლების განმავლობაში ლიტკემ გამოიკვლია მურმანის სანაპირო ნორვეგიის საზღვრამდე.

1826-1829 წ.წ. განმავლობაში ის იმყოფებოდა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობაში ხომალდ „სენიავინი“-თ და აღწერა კამჩატკის და ჩუკოტკის ნახევარკუნძულის ნაპირები, აღმოაჩინა და აღწერა კაროლინის არქიპელაგის თორმეტი კუნძული, გამოიკვლია და რუკაზე გადაიტანა ბონინის კუნძულები და სხვ.

თავისი მოგზაურობანი და გამოკვლევანი ლიტკემ აღწერა შემდეგს შრომებში:
1) „ოთხჯერ მოგზაურობა ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში… 1821-1824 წ.წ.“ (პეტერბურგი, 1828 წ. ორ ტომად) და
2) „მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ… სამხედრო ხომალდით უსენიავინი“-თ 1826-1829 წ.წ.“ (პეტერბურგი, 1834-1836 წ.წ.).


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები