როჭოსებრნი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Salbis roWO.PNG|thumb|150პქ|სალბის როჭო]] | ||
'''როჭოსებრნი''' (ლათ. Tetraonidae) − ფრინველთა ოჯახი [[ქათმისნაირნი|ქათმისნაირთა]] რიგისა. როჭოსებრთა ოჯახი აერთიანებს საშუალო ან დიდი ზომის ფრინველებს. გალო შემოსილი აქვთ თითებამდე, ზოგჯერ მხოლოდ ნახევრამდე. თითების ნაპირებზე შემოვლებულია სავარცხლისებური რქოვანი გამონაზარდები. ნესტოები დაფარულია ბუმბულით. ფრთები მოკლე და განიერია. ფრენენ მძიმედ, ხმაურით და საკმაოდ სწრაფად, მეტწილად მოკლე მანძილზე. მიწაზე კარგად დადიან, დარბიან იშვიათად. | '''როჭოსებრნი''' (ლათ. Tetraonidae) − ფრინველთა ოჯახი [[ქათმისნაირნი|ქათმისნაირთა]] რიგისა. როჭოსებრთა ოჯახი აერთიანებს საშუალო ან დიდი ზომის ფრინველებს. გალო შემოსილი აქვთ თითებამდე, ზოგჯერ მხოლოდ ნახევრამდე. თითების ნაპირებზე შემოვლებულია სავარცხლისებური რქოვანი გამონაზარდები. ნესტოები დაფარულია ბუმბულით. ფრთები მოკლე და განიერია. ფრენენ მძიმედ, ხმაურით და საკმაოდ სწრაფად, მეტწილად მოკლე მანძილზე. მიწაზე კარგად დადიან, დარბიან იშვიათად. | ||
მიმდინარე ცვლილება 20:01, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით
როჭოსებრნი (ლათ. Tetraonidae) − ფრინველთა ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. როჭოსებრთა ოჯახი აერთიანებს საშუალო ან დიდი ზომის ფრინველებს. გალო შემოსილი აქვთ თითებამდე, ზოგჯერ მხოლოდ ნახევრამდე. თითების ნაპირებზე შემოვლებულია სავარცხლისებური რქოვანი გამონაზარდები. ნესტოები დაფარულია ბუმბულით. ფრთები მოკლე და განიერია. ფრენენ მძიმედ, ხმაურით და საკმაოდ სწრაფად, მეტწილად მოკლე მანძილზე. მიწაზე კარგად დადიან, დარბიან იშვიათად.
იკვებებიან მიწაზე, ბუჩქებზე, ხეებზეც. უმრავლესობა ბინადრობს ტყეში, მეტწილად წიწვიანებში. ზოგიერთი სახეობა მოიპოვება ალპურ ველებზე, ტუნდრაში, მშრალ ველებზეც. როჭოსებრნი მობინადრე ფრინველებია, თუმცა ზოგიერთი მომთაბარეობასაც ეწევა. ზამთარში იკვებებიან მცენარეული საკვებით − კვირტებით, თესლებით, კენკრათი; ზაფხულობით მწერებით და მცირე ზომის სხვა უხერხემლოებით.
როჭოსებრთა ოჯახის წარმომადგენლები ძვირფასი სარეწაო-სანადირო ფრინველებია. ზოგიერთ მათგანს მასობრივად მოიპოვებენ და ამზადებენ. საქართველოში მოიპოვება ამ ოჯახის ერთი გვარი.
- როჭო (ლათ. Lyrurus)