ავღადდონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[კატეგორია:ოსური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:ოსური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:რიტუალები]]
 
[[კატეგორია:რიტუალები]]
 +
[[კატეგორია:მშობიარობის რიტუალები]]

17:07, 23 ივნისი 2017-ის ვერსია

ავღადდონ-ი (ოს. Æвгъæддон)- ოსური სამშობიარო ადგილი ბოსელში, სადაც თივისგან ისეთივე საწოლს აწყობდნენ, როგორიც ხბოებისა და ბატკნებისთვის ჰქონდათ. საწოლზე გადაფარებული იყო ქსოვილის ნაჭერი, მშობიარისთვის მოჰქონდათ საბანი და ბალიში. ორსულზე მზრუნველობას და მშობიარობის წარმართვას ხელმძღვანელობდა ბებიაქალი (იხ. „ავღადგასი“). ყოველივეს, რაც ავღადდონში ხდებოდა, სიტყვასაც კი, საკრალური მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან სწამდათ, რომ აქ ფარნი (ღვთიური ლოცვა-კურთხევა) სუფევდა. ყოველი მოძრაობა, ყოველი მოქმედება პანიკის, წრიალის გარეშე საფუძვლიანად სრულდებოდა. მშობიარეს იცავდნენ ყოვლისგან – ავსულთაგან, გათვალვისაგან, უადგილო სიტყვისგან.


ლიტერატურა

  • Бесаева Т. З. Материады по родильным обрядам осетин // Новое в этнографических и антропологических исследованиях. М., 1975; მისივე, Обряды и обычаи осетин, связанные с рождением ребёнка // ИСОНИИ. 1976, т. XXXI;
  • Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები