ლენონი ჯონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჯონ ლენონი (უინსტონ)''' – (9 ოქტომბერი 1940, ლივერპული – 8 დეკამბერ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლენონი ჯონ“ გადაიტანა გვერდზე „ჯონ ლენონი“) |
21:50, 28 აპრილი 2025-ის ვერსია
ჯონ ლენონი (უინსტონ) – (9 ოქტომბერი 1940, ლივერპული – 8 დეკამბერი 1980, ნიუ-იორკი], ინგლისელი საესტრადო მომღერალი, გიტარისტი, კომპოზიტორი, პოეტი. 1954-იდან ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „კვარიმენს“, 1956-იდან კვარტეტ „ბითლზის“¬მონაწილე, რომლისთვისაც წერდა (პ. მაკარტნისთან ერთად) სიმღერებს. 1970-იდან გამოდიოდა დამოუკიდებლად როგორც სოლისტი, აგრეთვე თავის ცოლთან − იოკო ონოსთან (გიტარა) ერთად. დაიღუპა მანიაკის ხელით. ლენონის საკომპოზიციო და საშემსრულებელო ხელოვნებამ აღიარება მოიპოვა მთელ მსოფლიოში.