მამისაშვილი ნოდარ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მამისაშვილი ნოდარ“ გადაიტანა გვერდზე „ნოდარ მამისაშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნოდარ მამისაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „მამისაშვილი ნოდარ“ გად...) |
00:52, 30 აპრილი 2025-ის ვერსია
ნოდარ მამისაშვილი – (15 დეკემბერი 1930, თბილისი], ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967 ), ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
1956 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი), 1882-იდან საკომპოზიტორო კათედრის პროფესორია. მამისაშვილის უმთავრესი ნაწარმოებებია საბავშვო ოპერა „ბაქია ბაჭია“ (1965),„ასყმაწვილო კონცერტი“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1964), „ლირიკული დღიურის ფურცლები“ (საფორტეპიანო ციკლი 1979), სიმფონიური სიუიტა „გურიაში“ (1961), რიგი სხვა სიმფონიური საგუნდო და ა. შ. ნაწარმოებები. მამისაშვილი რამდენიმე გამოგონების ავტორია. მისი რეცეპტით დამზადდა საეკლესიო ზარები თბილისის სამების საკათედრო ტაძრისათვის. ავტორია სამეცნიერო შრომებისა („სამფაზიანი კომპოზიციის მუსიკალური სისტემა“, 1978. რუსულ ენაზე).