მწვანე კოდალა
(ახალი გვერდი: '''მწვანე კოდალა''' (''ლათ''. Picus viridis Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინვე...) |
|||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
* ოჯახი − [[კოდალასებრნი]] (Picidae) | * ოჯახი − [[კოდალასებრნი]] (Picidae) | ||
* გვარი − მწვანე კოდალა (Picus) | * გვარი − მწვანე კოდალა (Picus) | ||
− | მწვანე კოდალა საშუალო სიდიდის | + | მწვანე კოდალა საშუალო სიდიდის კოდალაა, ფრთა 150-170 მმ-ია, კუდი – 105-116 მმ, წონა – 185-250 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, ან უმნიშვნელოა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მუქი-[[მწვანე (ფერი)|მწვანე]]ა, კუდის ზედა მფარავები – ელვარე [[ყვითელი (ფერი)|ყვითელი]]. თავი ზემოდან და კისრის წინა ნაწილი – წითელი, შუბლი და ზოლები თვალების ირგვლივ – შავი. პირის კუთხეებთან იწყება და თავის გვერდებისაკენ ულვაშის მსგავსად მიემართება შავი ზოლი, რომელზედაც წითელი წინწკლებია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა ფერისაა, ღია განივი ზოლებით. მუცლის მხარე მომწვანო-[[თეთრი (ფერი)|თეთრი]]ა, მკერდსა და მუცელზე არამკვეთრი მუქი ლაქებით. სხეულის გვერდებზე, კუდის ქვემო მფარავებზე და წვივებზე მურა განივი ზოლებია. [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] მორუხო-შავია, ფეხები – მურა-[[რუხი (ფერი)|რუხი]]. დედალს შავ „ულვაშებზე“ არა აქვს წითელი წინწკლები, ხოლო მუცლის მხარეზე მუქი სიჭრელე უფრო მკვეთრია. |
− | აღწერილია 3 ქვესახეობა საქართველოში მოიპოვება | + | |
− | + | აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სამხრული მწვანე კოდალა – P. v. karelini Brandt, 1841. | |
− | + | ||
− | + | ====გავრცელება==== | |
+ | სახეობის არეალი მოიცავს [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] ფოთლოვან, ნაწილობრივ შერეულ ტყეებს პირენეიდან, [[იტალია|იტალიიდან]] და [[საბერძნეთი]]დან, [[ჩრდილოეთი]]თ [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთამდე]] და სკანდინავიაში – 69-ე პარალელამდე. სსრ კავშირში – ჩრდილოეთით კოსტრომამდე, ყაზანამდე და შუა ვოლგისპირეთამდე; სამხრეთით – ხარკოვის ოლქი, დნეპრის ჭორომიანი ნაწილი და [[კავკასია]]. მოიპოვება [[თურქეთი|თურქეთსა]] და ჩრდილოეთ [[ირანი|ირანშიც]]. საქართველოში მობინადრეა. | ||
+ | |||
+ | ====ბიოტოპი==== | ||
+ | გამრავლების დროს ფოთლოვანი, ზოგჯერ შერეული ტყეები, ტყის კორომები; საკვებად გამოდის ტყის მახლობელ ბაღებში, ჭალებში, ბუჩქნარებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში. | ||
+ | |||
+ | ====გამრავლება==== | ||
+ | [[მონოგამია|მონოგამიური]] ფრინველია. ბუდობს ლპობადი [[ხე]]ების ფუღუროებში. მაისის პირველ ნახევარში დებს 3-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 15-17 დღემდე გრძელდება. | ||
+ | |||
+ | ====კვება==== | ||
+ | მწვანე კოდალას ძირითად საკვებს შეადგენენ ჭიანჭველები და მათი კვერცხები. ჭამს ქსილოფაგ [[მწერები|მწერებს]], ზოგჯერ მცენარეთა კვირტებსაც. | ||
+ | |||
+ | ====მნიშვნელობა==== | ||
+ | ტყის მეურნეობისათვის სასარგებლო ფრინველია. | ||
+ | |||
+ | ==წყარო== | ||
+ | [[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | ||
+ | [[კატეგორია:ფრინველთა გვარი]] | ||
+ | [[კატეგორია:ფრინველები]] | ||
+ | [[კატეგორია:კოდალასნაირნი]] | ||
+ | [[კატეგორია:კოდალასებრნი]] |
მიმდინარე ცვლილება 16:36, 5 მაისი 2025 მდგომარეობით
მწვანე კოდალა (ლათ. Picus viridis Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი კოდალასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − მწვანე კოდალა.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − კოდალასნაირნი (Piciformes)
- ოჯახი − კოდალასებრნი (Picidae)
- გვარი − მწვანე კოდალა (Picus)
მწვანე კოდალა საშუალო სიდიდის კოდალაა, ფრთა 150-170 მმ-ია, კუდი – 105-116 მმ, წონა – 185-250 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, ან უმნიშვნელოა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მუქი-მწვანეა, კუდის ზედა მფარავები – ელვარე ყვითელი. თავი ზემოდან და კისრის წინა ნაწილი – წითელი, შუბლი და ზოლები თვალების ირგვლივ – შავი. პირის კუთხეებთან იწყება და თავის გვერდებისაკენ ულვაშის მსგავსად მიემართება შავი ზოლი, რომელზედაც წითელი წინწკლებია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა ფერისაა, ღია განივი ზოლებით. მუცლის მხარე მომწვანო-თეთრია, მკერდსა და მუცელზე არამკვეთრი მუქი ლაქებით. სხეულის გვერდებზე, კუდის ქვემო მფარავებზე და წვივებზე მურა განივი ზოლებია. ნისკარტი მორუხო-შავია, ფეხები – მურა-რუხი. დედალს შავ „ულვაშებზე“ არა აქვს წითელი წინწკლები, ხოლო მუცლის მხარეზე მუქი სიჭრელე უფრო მკვეთრია.
აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სამხრული მწვანე კოდალა – P. v. karelini Brandt, 1841.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ფოთლოვან, ნაწილობრივ შერეულ ტყეებს პირენეიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან, ჩრდილოეთით დიდ ბრიტანეთამდე და სკანდინავიაში – 69-ე პარალელამდე. სსრ კავშირში – ჩრდილოეთით კოსტრომამდე, ყაზანამდე და შუა ვოლგისპირეთამდე; სამხრეთით – ხარკოვის ოლქი, დნეპრის ჭორომიანი ნაწილი და კავკასია. მოიპოვება თურქეთსა და ჩრდილოეთ ირანშიც. საქართველოში მობინადრეა.
[რედაქტირება] ბიოტოპი
გამრავლების დროს ფოთლოვანი, ზოგჯერ შერეული ტყეები, ტყის კორომები; საკვებად გამოდის ტყის მახლობელ ბაღებში, ჭალებში, ბუჩქნარებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში.
[რედაქტირება] გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ლპობადი ხეების ფუღუროებში. მაისის პირველ ნახევარში დებს 3-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 15-17 დღემდე გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
მწვანე კოდალას ძირითად საკვებს შეადგენენ ჭიანჭველები და მათი კვერცხები. ჭამს ქსილოფაგ მწერებს, ზოგჯერ მცენარეთა კვირტებსაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
ტყის მეურნეობისათვის სასარგებლო ფრინველია.