ქასრაშვილი მაყვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქასრაშვილი მაყვალა“ გადაიტანა გვერდზე „მაყვალა ქასრაშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაყვალა ქასრაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ქასრაშვილი მაყვალა“ გ...)

15:08, 14 მაისი 2025-ის ვერსია

მაყვალა ქასრაშვილი – (13 მარტი 1942, ქუთაისი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული სოპრანო). საქართველოს (1980) და სსრკ (1986) სახალხო არტისტი. ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის (მონრეალი 1973), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი (1983), რუსეთის „ხალხთა მეგობრობის“ ორდენი (2006), „ღირსების ორდენის“ კავალერი (1997), საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი.

1966 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება (პროფ. ვ. დავიდოვის კლ.) 1966-იდან სსრკ „დიდი თეატრის“ წამყვანი სოლისტია. 2002-იდან საოპერო დასის შემოქმედებითი კოლექტივების მმართველი. 2014-იდან მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი. მაყვალა ქასრაშვილი დიდი შინაგანი ექსპრესიის, ვოკალურ-არტისტული დიაპაზონის, უმაღლესი პროფესიული კულტურის მომღერალია. დაჯილდოებულია უმაღლესი ტემბრის თბილი ხმით.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები