შიუკაშვილი ვანდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შიუკაშვილი ვანდა“ გადაიტანა გვერდზე „ვანდა შიუკაშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვანდა შიუკაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „შიუკაშვილი ვანდა“ გადამ...)

21:40, 16 მაისი 2025-ის ვერსია

ვანდა შიუკაშვილი – (21 აგვისტო 1905, ახალციხე – 26 მაისი 2001, თბილისი], ქართველი პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1967).

1927 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. თულაშვილის კლასი). წლების განმავლობაში ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი (საქართველოს რადიოგადაცემები, 1935-52, ძირითადად თავის ძმასთან, მევიოლინე ლ. შიუკაშვილთან ერთად ასრულებდა ბეთჰოვენის, ბრამსის, შუმანის სონატებს და სხვ. ნაწარმოებებს).

1929-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1935-იდან თბილისის კონსერვატორიაში (1968-იდან პროფესორი, 1952-59 ფ-ნოს კათედრის გამგე). მისი მოწაფეები არიან: ვ. ჩაჩავა, მ. ხვიტია, ნ. ჭირაქაძე, რ. თავაძე, გ. სიმონიშვილი, გ. ვაჩნაძე და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები