წითელფრთიანი კლდეცოცია
(ახალი გვერდი: '''წითელფრთიანი კლდეცოცია''' (ლათ. Tichodroma muraria Linnaeus, 1766) − ფრინველი [[ბეღ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Witelfrtiani kldecocia.png|thumb|230px|'''წითელფრთიანი კლდეცოცია''']] | ||
'''წითელფრთიანი კლდეცოცია''' (ლათ. Tichodroma muraria Linnaeus, 1766) − ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან. | '''წითელფრთიანი კლდეცოცია''' (ლათ. Tichodroma muraria Linnaeus, 1766) − ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან. | ||
* კლასი − ფრინველები (AVES) | * კლასი − ფრინველები (AVES) | ||
მიმდინარე ცვლილება 15:55, 2 ივნისი 2025 მდგომარეობით
წითელფრთიანი კლდეცოცია (ლათ. Tichodroma muraria Linnaeus, 1766) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მგლინავასებრნი (Certhiidae)
- გვარი − კლდეცოცია (Tichodroma)
წითელფრთიანი კლდეცოცია პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 95-106 მმ-ია, კუდი – 55-65 მმ, ნისკარტი – 23-35 მმ, წონა – 18-20 გ. სქესთა შორის განსხვავება სიდიდესა და შეფერილობაში თითქმის არაა. ზრდასრულ ფრინველს გამრავლების პერიოდში თავი, კუდზედა ბუმბულები და სხეულის ქვემო მხარე მუქი რუხი აქვს. ზურგი უფრო ღია რუხია; ლოყები, ყელი და ჩიჩახვი – შავი. ფრთის დიდი მფარავები მურაა, წითელი ფერის გარეთა მარაოებით, ხოლო საშუალო და პატარა მფარავები წითელია. მომქნევები შავია, რომელთაც, პირველი სამის გარდა, წვეროებზე ღია ფერის, ხოლო გარეთა მარაოებზე წითელის ნარევი აქვთ. მეორე – მეექვსე მომქნევებზე თეთრი ფერის კოპლებია. საჭის ბუმბულები შავია, მაგრამ წვეროები რუხი აქვთ; კიდურა ორ წყვილს კი მოთეთრო წვეროები აქვთ. დედალს შავი ფერი კი - სერსა და მკერდზე შედარებით ნაკლებადა აქვს განვითარებული. ნისკარტი და ფეხები შავია. შემოდგომის განგურის შემდეგ თავი მურა-რუხი ხდება, ყელი – მოთეთრო, ხოლო მანტიის რუხი ფერი უფრო ღია.
ზოგიერთი ავტორი გამოყოფს 4 ქვესახეობას, რასაც სხვები არ იზიარებენ და მიიჩნევენ მონოტიპურ სახეობად.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
არეალი მოიცავს ცენტრალურ და სამხრეთ ევროპა - ალპების, პირენეის, აპენინის, სამხრეთ-დასავლეთი კარპატების, ბალკანეთისა და კავკასიის მთებს; მცირე აზიას, შუა და ცენტრალურ აზიაში − ჩრდილოეთ ირანს, ავღანეთს, პამირს, ტიანშანს, ტიბეტს და ჰიმალაის მთებს. ყველგან მობინადრე ფრინველია. საქართველოში მოიპოვება მთებშიცა და დაბლობებშიც, როგორც მობინადრე ფრინველი, თუმცა მთებიდან ზამთრობით დაბლა ინაცვლებს.
[რედაქტირება] ბიოტოპი
მთებში ეტანება უტყეო ქვა-ღორღიანსა და კლდოვან ადგილებს, აქა-იქ მოიპოვება კლდოვან ქარაფებზე ტყის ფარგლებშიც. ვერტიკალურად ვრცელდება 3100 მ-დე ზღვის დონიდან. შირაქ-ელდარის დაბლობზე გვხვდება ფლატეებზე ნათელ ტყეში.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს კლდეებისა და ფლატეების ნაპრალებში, ღრმულებში; ბუდეს აკეთებს დედალი. მამალს მოაქვს ბუდისათვის მასალა ხავსი, ხმელი ბალახი, ბალანი და სხვ. შიგნიდან ამოფენილია ნაზი მატყლითა და ბუმბულით. მაისში დებს 3-4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა. არაპირდაპირი მონაცემების მიხედვით, იგი ორ კვირამდე უნდა გრძელდებოდეს.
[რედაქტირება] კვება
წითელფრთიანი კლდეცოციას საკვებს შეადგენენ მწერები, მათი კვერცხები და ლარვები, მცირე რაოდენობით ჭამს ობობებს, პატარა ზომის ლოკოკინებს და სხვა უხერხემლოებს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
მრავლად ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.