ჩხაიძე სოსო
(ახალი გვერდი: '''იოსებ (სოსო) ჩხაიძე''' − (დ .18 მარტი, 1937, თბილისი — გ. 3 აგვისტო, 1992,...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:SOSO, cXAIaR.png|thumb|სოსო ჩხაიძე]] | ||
'''იოსებ (სოსო) ჩხაიძე''' − (დ .18 მარტი, 1937, [[თბილისი]] — გ. 3 აგვისტო, 1992, თბილისი), კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), ლენინგრადისა და მანჰაიმის (გფრ) საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზიორი, შვაიცერის მედლის მფლობელი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1979). | '''იოსებ (სოსო) ჩხაიძე''' − (დ .18 მარტი, 1937, [[თბილისი]] — გ. 3 აგვისტო, 1992, თბილისი), კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), ლენინგრადისა და მანჰაიმის (გფრ) საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზიორი, შვაიცერის მედლის მფლობელი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1979). | ||
16:04, 11 აგვისტო 2025-ის ვერსია
იოსებ (სოსო) ჩხაიძე − (დ .18 მარტი, 1937, თბილისი — გ. 3 აგვისტო, 1992, თბილისი), კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), ლენინგრადისა და მანჰაიმის (გფრ) საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზიორი, შვაიცერის მედლის მფლობელი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979).
დაიბადა 1937 წელს თბილისში, 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიგრაფიული ფაკულტეტი, იმავე 1960 წელს მოხდა გარდატეხა მის ცხოვრებაში გამოიცვალა პროფესია, სამუშაოდ მოეწყო რეჟისორის შტატგარეშე ასისტენტად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, 1961 წელს შტატში ჩაირიცხა და 1964 წლამდე იმუშავა.
1964 წელს სოსო ჩხაიძე მოსკოვის კინემატოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტში ჩაირიცხა სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1969 წელს დაამთავრა.
შემოქმედებითი მუშაობა სოსო ჩხაიძემ სტუდენტობაშივე დაიწყო, 1967 წელს მესამე კურსის სტუდენტმა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში თავისი პირველი ფილმი „კოლხიდა“ გადაიღო, 1969 წელს ამას მოჰყვა სამნაწილიანი „ძველი ქართული საგალობლები“, 1971 წელს — მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მეთხუთმეტე გაზაფხული“, ხოლო 1984 წელს — მუსიკალური ფილმი „მღერის რუსთავი“.
დიდი წარმატება სოსო ჩხაიძეს მოუტანა 1977 წელს სამ სერიიანმა მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „თუში მეცხვარეები“, რომელმაც ლენინგრადის საერთაშორისო კინოფესტივალზე I პრიზი დაიმსახურა. ეს არის ყოველდღიურ რეალობაზე დაფუძნებული მხატვრული ნაწარმოები, რომელსაც დოკუმენტური ყოფიერება არათუ ხელს უშლის, კიდევაც ხელს უწყობს მის მხატვრულ სინამდვილედ ქცევას.
ამავე ფილმმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მანჰაიმის კინოფესტივალზე ერთდროულად სამი პრიზი დაიმსახურა:
პრიზი საუკეთესო სატელევიზიო ფილმისათვის;
პრიზი „ოქროს დუკატი“ საუკეთესო რეჟისურისათვის
საერთაშორისო კათოლიკური კინოპრიზი.
1984 წელს ფილმმა შვაიცერის მედალი მიიღო, და, რაც მთავარია, 1979 წელს, იოსებ (სოსო) ჩხაიძეს ფილმისათვის „თუში მეცხვარეები“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
უდროო იყო სოსო ჩხაიძის გარდაცვალება ორმოცდაათი წლის ასაკში, 1986 წელს; დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.