დურანქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:შუმერული მითები]]
 
[[კატეგორია:შუმერული მითები]]
 +
[[კატეგორია:კოსმოგონიური მითები]]

მიმდინარე ცვლილება 12:11, 25 ივლისი 2017 მდგომარეობით

დურანქი(შუმერ.) „ჭიპლარი ცისა და მიწისა“, მნიშვნელოვანი მითოლოგემა, რომელიც გამოხატავს შუმერის რელიგიური შუაგულის, ქალაქ ნიფურის და მისი ტაძრის (ექურის) მითოსურ-რელიგიურ არსს.

დურანქით დახასიათებულია ის ადგილი, სადაც მისტიურად იხილვება თუ განიცდება ცისა და მიწის კავშირი, რომელიც წარმოდგენილია ცისა და მიწის დამაკავშირებელი ჭიპლარის სახით. შუმერული რწმენით, დურანქი არის ის ადგილი, საიდანაც უნდა დაწყებულიყო ცისა და მიწის (ერთ დროს განუცალკევებელის) დაშორიშორება ანუ სივრცის წარმოქმნა, რასაც შუმერული მითოსი ენლილს მიაწერს. დურანქი ენლილის შექმნილია და მასშია დაუნჯებული მთელი მისი საკრალური ძალა, რომელიც კონცენტრიულ წრეებად ვრცელდება შუმერში და მთელს ქვეყნიერებაზე. დურანქიში, ამ კოსმიურ შუაგულში, გადის სამყაროს „დიდი ღერძი“ (შუმ. დიმ-გალ).


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები