მითოლოგემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მითოლოგემა – მოვლენა ან გმირის ქმედება მითოლოგიურ ეპოსში ან თხრობაში, რომელთა ერთობლიობისგან შედგება მითოლოგიური ტექსტი.

მითოლოგემა ძალზე მოკლედ, ერთი სიტყვით ან ერთი ფრაზით, ანდაზურად გადმოსცემს მითოლოგიური თხრობის, მითოსის დედააზრს. გაშლილი მითოლოგემა უკვე მითოსია. ზოგიერთი მითოსი შეიძლება ერთი მითოლოგემის განშლა იყოს, ერთ მითოლოგემაზე იყოს აგებული (მაგ., გველეშაპთან ბრძოლა, ცისა და მიწის გაშორიშორება), ზოგი კი რამდენიმეს შეიცავდეს, როგორც, მაგ., კოსმოგონიური ეპოსი. გავრცელებული მითოლოგემებია: გველეშაპის მიერ შთანთქმა და ამონთხევა (ვრიტრა), სამყაროს ღერძი (დურანქი), შინდაბრუნება, რაზეც აგებულია, ძირითადად, მზის მითოსი (რაე, უთუ, შამაში) და ჯადოსნური ზღაპრის სიუჟეტი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები