ჰერდერი იოჰან გოტფრიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰერდერი იოჰან გოტფრიდ“ გადაიტანა გვერდზე „[[იოჰან გოტფრიდ ჰერდე...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოჰან გოტფრიდ ჰერდერი“ გადაიტანა გვერდზე „[[ჰერდერი იოჰან გოტფრ...)

11:07, 1 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

იოჰან გოტფრიდ ჰერდერი – (გერმ. Johann Gottfried Herder; დ. 25 აგვისტო, 1744 — გ. 18 დეკემბერი, 1803), გერმანელი პოეტი, კრიტიკოსი და ფილოსოფოსი, რომელსაც ხშირად კულტურული ნაციონალიზმის მამად მოიხსენიებენ. ლუთერან-ღვთისმსახური, ჰერდერი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა; მან მთელი ევროპა მოიარა და ბოლოს — 1776 წელს, ვაიმარში დასახლდა, სადაც დიდი საჰერცოგოს სამღვდელოებას ჩაუდგა სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ჰერდერზე დიდი გავლენა იქონია კანტის, რუსოსა (გვ. 79) და მონტესკიეს ნაშრომებმა, სწორედ ჰერდერი გვევლინება განმანათლებლობის მთავარ ინტელექტუალურ ოპონენტად და სწორედ მან მოახდინა გადამწყვეტი გავლენა გერმანული რომანტიკული მოძრაობის გაძლიერებაზე. ერის როგორც განსხვავებული კულტურის, ენის და „სულის“ მქონე ორგანული ერთობის ჰერდერისეულმა ხედვამ ხელი შუეწყო როგორც კულტურის ისტორიის დისციპლინის ჩამოყალიბებას, ასევე ნაციონალიზმის ისეთი ფორმის წარმოშობასაც, რომელშიც ეროვნული კულტურის თავისთავადი ფასეულობაა ხაზგასმული.


წყარო

პოლიტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები