ვართანოვი სერგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 22: ხაზი 22:
 
[[კატეგორია: სომეხი გენერლები]]
 
[[კატეგორია: სომეხი გენერლები]]
 
[[კატეგორია:სომეხი სამხედრო ექიმები]]
 
[[კატეგორია:სომეხი სამხედრო ექიმები]]
 +
[[კატეგორია:ვართანოვები]]

მიმდინარე ცვლილება 17:16, 10 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

სერგო ვართანოვი

სერგო ალფრედის ძე ვართანოვი – (12.06.1932-07.06.1990), სომეხი სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (19.02.1982).

დაიბადა ტფილისში. დაამთავრა თბილისის 43-ე ვაჟთა საშუალო სკოლა 1951 წელს და იმავე წელს ჩააბარა ლენინგრადის კიროვის სახ. სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სამხედრო ექიმად. 1966 წელს დაამთავრა ლენინგრადის კიროვის სახ. სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ექიმთა დახელოვნების ფაკულტეტი (ინფექციური დაავადებები).

1966-1975 წლებში მსახურობდა 114-ე საოლქო სამხედრო ჰოსპიტლის ინფექციური განყოფილების უფროსად.

1975-1979 წლებში მსახურობდა 114-ე საოლქო სამხედრო ჰოსპიტლის უფროსად.

1979-1986 წლებში მსახურობდა მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, მოსკოვის ოლქის სამედიცინო სამსახურის უფროსად.

1986 წელს გავიდა თადარიგში.

მინიჭებული ჰქონდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

დაკრძალულია მოსკოვში.

დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით.

[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები