ტერ-ასატუროვი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტერ-ასატუროვი ნიკოლოზ“ გადაიტანა გვერდზე „[[ნიკოლოზ ტერ-ასატურო...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკოლოზ ტერ-ასატუროვი“ გადაიტანა გვერდზე „[[ტერ-ასატუროვი ნიკოლ...)

14:35, 15 დეკემბერი 2025-ის ვერსია

ნიკოლოზ ტერ-ასატურვი

ნიკოლოზ ბოგდანის ძე ტერ-ასატუროვი – (10.09.1854-1910), სომეხი გენერალ-მაიორი (05.10.1910).

გენერალ დ. ბ.ტერ-ასატუროვის უმცროსი ძმა. დაიბადა ტფილისში, მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ტფილისის კერძო გიმნაზია. ჯარში მსახურობდა 1873 წლიდან. მონაწილეობდა (1877-1878) რუსეთ-თურქეთის ომებში. მეთაურობდა ესკადრონს, ასეულს.

1905-1910 წლებში მეთაურობდა სმოლენსკის მე-8 დრაგუნთა პოლკს.

1905 წლის 5 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო და რუსეთის ორდენებით. წმ. სტანისლავის III – (მახვილებით და ბაფთით - 1878), II (1894) ხარ., წმ.ანას IV (მამაცობისათვის - 1877), II (მახვილებით და ბაფთით - 1880) და II ხარ., წმ. ვლადიმერის IV ხარ.(ბაფთით - 1891).




წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები