ტერ-ასატუროვი ნიკოლოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკოლოზ ბოგდანის ძე ტერ-ასატუროვი – (10.09.1854-1910), სომეხი გენერალ-მაიორი (05.10.1910).
გენერალ დ. ბ. ტერ-ასატუროვის უმცროსი ძმა. დაიბადა ტფილისში, მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ტფილისის კერძო გიმნაზია. ჯარში მსახურობდა 1873 წლიდან. მონაწილეობდა (1877-1878) რუსეთ-თურქეთის ომებში. მეთაურობდა ესკადრონს, ასეულს. 1905-1910 წლებში მეთაურობდა სმოლენსკის მე-8 დრაგუნთა პოლკს.
1905 წლის 5 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო და რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის III – (მახვილებით და ბაფთით - 1878), II (1894) ხარ.,
წმ.ანას IV (მამაცობისათვის - 1877), II (მახვილებით და ბაფთით - 1880) და II ხარ.,
წმ. ვლადიმერის IV ხარ.(ბაფთით - 1891).