ტერ-ასატუროვი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dimitri ter-asaturovi.png

დიმიტრი ბოგდანის ძე ტერ-ასატუროვი - (20.03.1836-1897), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (30.08.1886).

გენერალ ნ. ბ. ტერ-ასატუროვის უფროსი ძმაა. დაიბადა ტფილისში, მღვდლის ოჯახში. დაამთავრა კერძო სასწავლო დაწესებულება. ჯარში მსახურობდა 1852 წლიდან. მონაწილეობდა (1853-1856) წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) და (1877-1878) რუსეთ-თურქეთის ომებში.

1869-1870 წლებში მეთაურობდა ლაიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკის მე-3 სარეზერვო ესკადრონს.

1870-1873 და 1877-1883 წლებში იმყოფებოდა კავკასიის არმიის მთავარსარდალთან.

1873-1877 წლებში მეთაურობდა დაღესტნის ცხენოსან-რეგულარულ პოლკს.

1883-1884 წლებში მეთაურობდა კავკასიის კავალერიის მე-2 დივიზიის მე-2 ბრიგადას.

1884-1890 წლებში მსახურობდა კავალერიის მე-11 დივიზიის უფროსად.

1870 წლის 17 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1879 წლის 29 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

მთიელებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა, რის გამოც იმპერატორის სპეციალური ბრძანებით, მას ნება დაერთო მარჯვენა ხელის სამხედრო ტანსაცმელზე სპეციალური ჩამოსაკიდის გამოყენებით ტერების.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის და ჯილდოებული იყო ოქროს ხმლით (მამაცობისათვის-1873), და რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის III -1862), II (1868), II (იმპერატ.გვირგვ. - 1871) და I ხარ.(მახვილებით - 1879),
წმ. ანას III (მახვილებით - 1863) და I ხარ.(1884),
წმ. ვლადიმერის III ხარ.(1873).

დაჯილდოებული იყო სპარსეთის „ლომისა და მზის“ ორდ. II ხარ. (ვარსკვლავით - 1874).

გარდაიცვალა ქ. ვილნოში (ამჟ. ქ. ვილნიუსი)

დაკრძალული იყო ვანქის ტაძრის ტერიტორიაზე 1897 წლის 12 ივლისს.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები