შავი ზღვის ქარსალი
(ახალი გვერდი: '''შავი ზღვის ქარსალი''' – Sprattus sprattus phalericus Riso 1826. '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> ...) |
|||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
===== ნაყოფიერება ===== | ===== ნაყოფიერება ===== | ||
შავი ზღვის ქარსალის ნაყოფიერება 0,6-2,4 ათას ქვირითამდე მერყეობს, რაც თევზის ზომაზეა დამოკიდებული. | შავი ზღვის ქარსალის ნაყოფიერება 0,6-2,4 ათას ქვირითამდე მერყეობს, რაც თევზის ზომაზეა დამოკიდებული. | ||
| + | |||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[საქართველოს თევზების სარკვევი]] | ||
| + | [[კატეგორია: ქორდიანები]] | ||
| + | [[კატეგორია: თევზები]] | ||
| + | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია: ქაშაყისნაირნი]] | ||
| + | [[კატეგორია: ქარსალები]] | ||
23:42, 5 იანვარი 2026-ის ვერსია
შავი ზღვის ქარსალი – Sprattus sprattus phalericus Riso 1826.
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ქაშაყისებრთა
სახეობა: ქარსალა
თევზის სახეობა ქაშაყისებრთა ოჯახიდან. ლაყუჩთა ჩხირები 45-56. მალების რაოდენობა (46) 47-48 (49). მუცლის ფარფლების წინ 19-22 მუცლის ფარეკლებია განლაგებული, ხოლო უკან 9-12, სულ 29-33.
სხეულის სიმაღლე მთლიანი სიგრძის 16,5-17,9%-ს შეადგენს. პირი პატარა და ქვედაა. ყბები თვალის წინა კიდის ვერტიკალს ძლივსღა სცილდება. ზურგის ფარფლი უკანაა გადანაცვლებული; მუცლის ფარფლები ზურგის ფარფლების საწყისის ქვეშ ან მის ცოტა წინაა მოთავსებული. მუცელი გვერდებიდან შებრტყელებულია და კარგად გამოსახულ მახვილ ფარეკლისებურ ტროპს წარმოქმნის. მუცლის ფარეკლების რაოდენობა 29–33-ია.
სარჩევი |
გავრცელება
ქარსალები გავრცელებულია ხმელთაშუა, ადრიატიკის და შავ ზღვებში, დუნაისა და დნესტრის შესართავებში, აზოვის ზღვის სამხრეთ ნაწილში.
ბიოლოგია
შავი ზღვის ქარსალი ზღვის მკვიდრი პელაგური თევზია. ქარსალის ოპტიმალური ტემპერატურა შავ ზღვაში 15-20°-ია.
ტოფობა
ტოფობა ნოემბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, მასიური ტოფობა შემჩნეულია იანვარ-თებერვალში, ტოფობა უმთავრესად სანაპიროებიდან მოშორებით წყლის ზედა ფენებში 5-15° – ტემპერატურის პირობებში ხდება. ტოფობისათვის შეკრებილი გუნდები მარტ-აპრილში მხოლოდ ღია ნაწილებში 15-20 მეტრის სიღრმეზე გვხვდება.
ნაყოფიერება
შავი ზღვის ქარსალის ნაყოფიერება 0,6-2,4 ათას ქვირითამდე მერყეობს, რაც თევზის ზომაზეა დამოკიდებული.