ტარანების გვარი
(ახალი გვერდი: '''ტარანების გვარი''' – Rutilus heckelii Nordmann, 1840 '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> '''კლა...) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
'''გვარი:''' ტარანი | '''გვარი:''' ტარანი | ||
| − | მტკნარი და მლაშე წყლის სხივფარფლიანი | + | მტკნარი და მლაშე წყლის სხივფარფლიანი [[თევზები]]ს გვარი, რომელიც კობრისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ხახის კბილები ერთმწკრივია, 5-6 (ე. ი. მარცხნივ 6, მარჯვნივ 5) (იშვიათად 6-6) ან 5-5; წინა კბილების გვირგვინი კონუსისებურია, უკანა კბილების – ჩამოჭრილი და ოდნავ მოკაუჭებული (ზოგჯერ კბილებზე ოდნავი შესამჩნევი ნაოჭებია). ქერცლები კრამიტისნაირად ერთმანეთზეა მიწყობილი, ისინი მსხვილი ან ზომიერია. გვერდით ხაზზე 33-67 მაგრად ჩამჯდარი ქერცლია. გვერდითი ხაზი სხეულის ბოლომდე გასდევს (უწყვეტია) ის მუცლისაკენ ოდნავ დაშვებულია. წინაპირიანი, ნახევრად ქვედა ან ქვედაპირიანი თევზებია. ქვედა ყბის უკანა წვერო თვალის წინა კიდის ვერტიკალს ოდნავ გადაცილებულია. პირის ხვრელი ნახევრადმთვარისებურია. ლაყუჩის სიფრიფანები (აპკები) ლაყუჩის წინა სახურავის უკანა მხარის ვერტიკალზეა მიმაგრებული ან ამ ვერტიკალის ოდნავ წინაა. ლაყუჩის ჩხირები მოკლე, მეჩხერი და მცირერიცხოვანია (პირველ რკალზე 6-17-ია) მუცლის ფარფლების უკან მუცელი ან სუსტად განვითარებული ტროპითაა აღჭურვილი, რომელიც ქერცლითაა დაფარული, ან მომრგვალებულია. ზურგის ფარფლი მუცლის ფარფლის ფუძის ზემო ვერტიკალიდან იწყება. მასში III 7(12) სხივია. ანალური ფარფლი იწყება ზურგის ფარფლის ვერტიკალის ფუძის უკან და მასში III-7-13 სხივია. მუცლის აპკი ღია ფერისაა, იშვიათად მუქია. ნაწლავის მილი მოკლეა, სხეულის სიგრძეს კუდის ფუძემდე ოდნავ ჭარბობს. |
ამ გვარიდინ [[ევროპა]]სა, დასავლეთ და ჩრდილოეთ [[აზია]]ში 7-8 სახეა ცნობილი, რომლებიც გავრცელებულია აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში. არ მოიპოვებიან წყნარი ოკეანის აზიურ ნაწილში. | ამ გვარიდინ [[ევროპა]]სა, დასავლეთ და ჩრდილოეთ [[აზია]]ში 7-8 სახეა ცნობილი, რომლებიც გავრცელებულია აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში. არ მოიპოვებიან წყნარი ოკეანის აზიურ ნაწილში. | ||
| − | საქართველოს ფარგლებში ორი სახე და ერთი ქვესახეა. | + | [[საქართველო|საქართველოს]] ფარგლებში ორი სახე და ერთი ქვესახეა. |
მიმდინარე ცვლილება 20:20, 3 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ტარანების გვარი – Rutilus heckelii Nordmann, 1840
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ტარანი
მტკნარი და მლაშე წყლის სხივფარფლიანი თევზების გვარი, რომელიც კობრისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ხახის კბილები ერთმწკრივია, 5-6 (ე. ი. მარცხნივ 6, მარჯვნივ 5) (იშვიათად 6-6) ან 5-5; წინა კბილების გვირგვინი კონუსისებურია, უკანა კბილების – ჩამოჭრილი და ოდნავ მოკაუჭებული (ზოგჯერ კბილებზე ოდნავი შესამჩნევი ნაოჭებია). ქერცლები კრამიტისნაირად ერთმანეთზეა მიწყობილი, ისინი მსხვილი ან ზომიერია. გვერდით ხაზზე 33-67 მაგრად ჩამჯდარი ქერცლია. გვერდითი ხაზი სხეულის ბოლომდე გასდევს (უწყვეტია) ის მუცლისაკენ ოდნავ დაშვებულია. წინაპირიანი, ნახევრად ქვედა ან ქვედაპირიანი თევზებია. ქვედა ყბის უკანა წვერო თვალის წინა კიდის ვერტიკალს ოდნავ გადაცილებულია. პირის ხვრელი ნახევრადმთვარისებურია. ლაყუჩის სიფრიფანები (აპკები) ლაყუჩის წინა სახურავის უკანა მხარის ვერტიკალზეა მიმაგრებული ან ამ ვერტიკალის ოდნავ წინაა. ლაყუჩის ჩხირები მოკლე, მეჩხერი და მცირერიცხოვანია (პირველ რკალზე 6-17-ია) მუცლის ფარფლების უკან მუცელი ან სუსტად განვითარებული ტროპითაა აღჭურვილი, რომელიც ქერცლითაა დაფარული, ან მომრგვალებულია. ზურგის ფარფლი მუცლის ფარფლის ფუძის ზემო ვერტიკალიდან იწყება. მასში III 7(12) სხივია. ანალური ფარფლი იწყება ზურგის ფარფლის ვერტიკალის ფუძის უკან და მასში III-7-13 სხივია. მუცლის აპკი ღია ფერისაა, იშვიათად მუქია. ნაწლავის მილი მოკლეა, სხეულის სიგრძეს კუდის ფუძემდე ოდნავ ჭარბობს.
ამ გვარიდინ ევროპასა, დასავლეთ და ჩრდილოეთ აზიაში 7-8 სახეა ცნობილი, რომლებიც გავრცელებულია აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში. არ მოიპოვებიან წყნარი ოკეანის აზიურ ნაწილში.
საქართველოს ფარგლებში ორი სახე და ერთი ქვესახეა.