სოფელ ზემო აჩაბეთის წმინდა კვირიკეს კომპლექსი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოფელ ზემო აჩაბეთის წმინდა კვირიკეს კომპლექსი“ გადაიტანა გვერდ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზემო აჩაბეთის წმინდა კვირიკეს კომპლექსი“ გადაიტანა გვერდზე „[[ს...) |
მიმდინარე ცვლილება 22:41, 26 იანვარი 2026 მდგომარეობით
სოფელ ზემო აჩაბეთის წმინდა კვირიკეს კომპლექსი - კომპლექსი შედგება ეკლესიის, კოშკისა და გალავნის ნანგრევებისაგან. მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის მხოლოდ გეგმა იკითხება. აღმოსავლეთით ჩანს აბსიდის რამდენიმე კვადრი და ჩრდილოეთი კედლის თლილი კვადრები სამი მეტრის სიგრძეზე. ირგვლივ მიმობნეულია თლილი შირიმის კვადრები, არის ბუნის ქვაც. ნაეკლესიარის სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 მ-ში დგას კოშკის ნანგრევი. იგი ოთხკუთხა ყოფილა. შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთი კედლის, 6 მეტრის სიმაღლის ფრაგმენტი. კედელში პირველი სართულის დონეზე გადარჩა სამი შეწყვილებული სათოფური. სათოფურებს თავხეებად მუხის ძელები აქვს კედელში ჩატანებული. კოშკის სამი მეოთხედი, ფერდობის ჩაშლის შედეგად დანგრეულია. კოშკი ჩადგმული იყო სწორკუთხა გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. გალავნისაგან მხოლოდ საძირკველი შემორჩა. კოშკის და გალავნის სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა