მდინარის კამბალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 6: ხაზი 6:

'''რიგი:'''კამბალასნაირნი

'''რიგი:'''კამბალასნაირნი

'''ოჯახი:'''კამბალასებრნი

'''ოჯახი:'''კამბალასებრნი

'''გვარი:'''ჩეულებრივი კამბალები

'''გვარი:'''[[ჩვეულებრივი კამბალების გვარი|ჩვეულებრივი კამბალები]]

'''ქვესახეობა:'''მდინარის კამბალა

'''ქვესახეობა:'''მდინარის კამბალა

16:14, 29 იანვარი 2026-ის ვერსია

მდინარის კამბალა

მდინარის კამბალა Pleuronectes flesus luscus Pallas.

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი:კამბალასნაირნი
ოჯახი:კამბალასებრნი
გვარი:ჩვეულებრივი კამბალები
ქვესახეობა:მდინარის კამბალა

თევზი კამბალასებრთა ოჯახიდან ლაყუჩის ჩხირების რაოდენობა პირველ რკალზე 9-14, ჩვეულებრივ 10-12. ქერჩის რაიონისათვის 11,0. მამლებს (ჩვეულებრივ 93-97)%-ს) ზურგისა და ანალური ფარფლების სხივებზე პატარა ქიცვი აქვთ, დედლებს კი იშვიათად თუ გააჩნიათ. სხეული ორივე მხარეზე დაფარულია ციკლოიდური ქერცლით. სხეულზე ძლიერ ცოტა ქიცვისებრი ფირფიტებია განლაგებული. ის მეტად მცირე რაოდენობითაა გვერდის ხაზის გასწვრივ, წინა განყოფილებაში თვალების მხარეზე და თავზე. კუდის ღერო და ბრმა მხარე უხორკლოა. მხოლოდ გამონაკლისის სახით თუ შევხვდებით მარცხენა მხარეზე მოთავსებულთვალებიან მდინარის კამბალას. ზრდასრულების თავის სიგრძე სხეულის მთლიანი სიგრძის 23%,-ს შეადგენს. სხეული მღვრიე-მწვანე ფერის, ნათელი არშიით შემოვლებული ვარსკვლავისებრი ლაქებითაა (წინწკლებით) დაფარული. კენტ ფარფლებზე მრავალი მურა ლაქა აქვს. ზოგჯერ მურა ფერის ინდივიდებიც გვხვდებიან. სიგრძით 25-39 სმ-მდე აღწევს.

გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები