სამხრეთის მცირე მახათა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''სამხრეთის მცირე მახათა''' | '''სამხრეთის მცირე მახათა''' | ||
| − | თევსის სახეობა Pungitius Costa-ს გვარისა. კუდის ღეროზე ტროპი არა აქვს. სხეული გვერდებიდან დაფარულია ოდნავ შესამჩნევი ძვლოვანი ფირფიტებით, რომელთა რიცხვი 29-32-ია. ისინი, ჩვეულებრივ, კუდის ფარფლის ფუძემდე აღწევენ, მაგრამ ზოგჯერ განვითარებულია სხეულის მხოლოდ წინა ნაწილში რიცხვით 6 -15-მდე. მუცლის ქიცვი (ეკალი) შესამჩნევად დაკბილულია. სხეულის უდიდესი სიმაღლე სხეულის უმცირეს სიმაღლეს 5-6-ჯერ სჭარბობს და სხეულის სიგრძეში (უკუდოდ) 4-4 | + | თევსის სახეობა Pungitius Costa-ს გვარისა. კუდის ღეროზე ტროპი არა აქვს. სხეული გვერდებიდან დაფარულია ოდნავ შესამჩნევი ძვლოვანი ფირფიტებით, რომელთა რიცხვი 29-32-ია. ისინი, ჩვეულებრივ, კუდის ფარფლის ფუძემდე აღწევენ, მაგრამ ზოგჯერ განვითარებულია სხეულის მხოლოდ წინა ნაწილში რიცხვით 6 -15-მდე. მუცლის ქიცვი (ეკალი) შესამჩნევად დაკბილულია. სხეულის უდიდესი სიმაღლე სხეულის უმცირეს სიმაღლეს 5-6-ჯერ სჭარბობს და სხეულის სიგრძეში (უკუდოდ) 4-4-ჯერ თავსდება. კუდის ღეროს სიგრძე სხეულის სიგრძესთან შედარებით 7-8-ჯერ ნაკლებია. სიგრძით 35-55 მმ, ზოგჯერ 70 მმ-მდეა. |
გვხვდება შავი, აზოვისა და კასპიის ზღვის მომლაშო რაიონებში და მასში შენაკად მდინარეებში, შეფერილობით მეტად ცვალებადია – და რუხიდან თითქმის შავ ფერამდე. | გვხვდება შავი, აზოვისა და კასპიის ზღვის მომლაშო რაიონებში და მასში შენაკად მდინარეებში, შეფერილობით მეტად ცვალებადია – და რუხიდან თითქმის შავ ფერამდე. | ||
მიმდინარე ცვლილება 23:35, 20 თებერვალი 2026 მდგომარეობით
სამხრეთის მცირე მახათა
თევსის სახეობა Pungitius Costa-ს გვარისა. კუდის ღეროზე ტროპი არა აქვს. სხეული გვერდებიდან დაფარულია ოდნავ შესამჩნევი ძვლოვანი ფირფიტებით, რომელთა რიცხვი 29-32-ია. ისინი, ჩვეულებრივ, კუდის ფარფლის ფუძემდე აღწევენ, მაგრამ ზოგჯერ განვითარებულია სხეულის მხოლოდ წინა ნაწილში რიცხვით 6 -15-მდე. მუცლის ქიცვი (ეკალი) შესამჩნევად დაკბილულია. სხეულის უდიდესი სიმაღლე სხეულის უმცირეს სიმაღლეს 5-6-ჯერ სჭარბობს და სხეულის სიგრძეში (უკუდოდ) 4-4-ჯერ თავსდება. კუდის ღეროს სიგრძე სხეულის სიგრძესთან შედარებით 7-8-ჯერ ნაკლებია. სიგრძით 35-55 მმ, ზოგჯერ 70 მმ-მდეა.
გვხვდება შავი, აზოვისა და კასპიის ზღვის მომლაშო რაიონებში და მასში შენაკად მდინარეებში, შეფერილობით მეტად ცვალებადია – და რუხიდან თითქმის შავ ფერამდე.