ჰიაკინთოსი
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
ოლიმპიურ მითოლოგიაში ჰიაკინთოსი აპოლონის საყვარელი მშვენიერი ყმაწვილია. იგი ქართა მეუფე [[ზეფიროსი|ზეფიროსმაც]] შეიყვარა. ეჭვიანობდა ზეფიროსი, როდესაც ყმაწვილს აპოლონთან ერთად ხედავდა. ერთხელ, როდესაც აპოლონი ჰიაკინთოსს ბადროს ტყორცნაში ავარჯიშებდა, ზეფიროსმა ისე დაჰბერა, რომ ბადრო ყმაწვილს თავში მოხვდა. ჰიაკინთოსი გარდაიცვალა. მისი სისხლის წვეთებიდან კი ამოიზარდა ყვავილი, რომელსაც ჰიაკინთოსი ეწოდა. | ოლიმპიურ მითოლოგიაში ჰიაკინთოსი აპოლონის საყვარელი მშვენიერი ყმაწვილია. იგი ქართა მეუფე [[ზეფიროსი|ზეფიროსმაც]] შეიყვარა. ეჭვიანობდა ზეფიროსი, როდესაც ყმაწვილს აპოლონთან ერთად ხედავდა. ერთხელ, როდესაც აპოლონი ჰიაკინთოსს ბადროს ტყორცნაში ავარჯიშებდა, ზეფიროსმა ისე დაჰბერა, რომ ბადრო ყმაწვილს თავში მოხვდა. ჰიაკინთოსი გარდაიცვალა. მისი სისხლის წვეთებიდან კი ამოიზარდა ყვავილი, რომელსაც ჰიაკინთოსი ეწოდა. | ||
− | ეს თქმულება მომაკვდავი და კვლავ აღორძინებადი ღვთაების ერთ-ერთი ვერსიათაგანია, რომელიც ზამთრის ძილის შემდეგ გამოფხიზლებული ბუნების სიმბოლოდ იქცა. | + | ეს [[თქმულება]] მომაკვდავი და კვლავ აღორძინებადი ღვთაების ერთ-ერთი ვერსიათაგანია, რომელიც ზამთრის ძილის შემდეგ გამოფხიზლებული ბუნების სიმბოლოდ იქცა. |
ჰიაკინთოსის კულტის ცენტრი იყო ამიკლე, სადაც ყოველწლიურად იმართებოდა აპოლონისა და ჰიაკინთოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები, სახელწოდებით – ჰიაკინთები. | ჰიაკინთოსის კულტის ცენტრი იყო ამიკლე, სადაც ყოველწლიურად იმართებოდა აპოლონისა და ჰიაკინთოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები, სახელწოდებით – ჰიაკინთები. |
00:41, 25 აგვისტო 2023-ის ვერსია
ჰიაკინთოსი – (ჰიაცინტი). (ბერძნ.) მსხმოიარე სამყაროს წინაბერძნული ღვთაება, რომლის კულტიც მოგვიანებით შეიერთა აპოლონის კულტმა.
ოლიმპიურ მითოლოგიაში ჰიაკინთოსი აპოლონის საყვარელი მშვენიერი ყმაწვილია. იგი ქართა მეუფე ზეფიროსმაც შეიყვარა. ეჭვიანობდა ზეფიროსი, როდესაც ყმაწვილს აპოლონთან ერთად ხედავდა. ერთხელ, როდესაც აპოლონი ჰიაკინთოსს ბადროს ტყორცნაში ავარჯიშებდა, ზეფიროსმა ისე დაჰბერა, რომ ბადრო ყმაწვილს თავში მოხვდა. ჰიაკინთოსი გარდაიცვალა. მისი სისხლის წვეთებიდან კი ამოიზარდა ყვავილი, რომელსაც ჰიაკინთოსი ეწოდა.
ეს თქმულება მომაკვდავი და კვლავ აღორძინებადი ღვთაების ერთ-ერთი ვერსიათაგანია, რომელიც ზამთრის ძილის შემდეგ გამოფხიზლებული ბუნების სიმბოლოდ იქცა.
ჰიაკინთოსის კულტის ცენტრი იყო ამიკლე, სადაც ყოველწლიურად იმართებოდა აპოლონისა და ჰიაკინთოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები, სახელწოდებით – ჰიაკინთები.