კეფალების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კეფალების ოჯახი''' – Mugilidae '''ტიპი:''' ქორდიანები '''კლასი:''' სხივფა...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''კეფალების ოჯახი''' – Mugilidae
 
'''კეფალების ოჯახი''' – Mugilidae
  
'''ტიპი:''' ქორდიანები
+
'''ტიპი:''' ქორდიანები<br />
'''კლასი:''' სხივფარფლიანი თევზები
+
'''კლასი:''' სხივფარფლიანი თევზები<br />
'''რიგი:''' კეფალისნაირნი
+
'''რიგი:''' კეფალისნაირნი<br />
 
'''ოჯახი:''' კეფალისებრნი
 
'''ოჯახი:''' კეფალისებრნი
  

მიმდინარე ცვლილება 21:27, 18 თებერვალი 2026 მდგომარეობით

კეფალების ოჯახი – Mugilidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კეფალისნაირნი
ოჯახი: კეფალისებრნი

თევზების ოჯახი კეფალისნაირთა რიგისა. სხეული წაგრძელებულია, წინიდან რამდენადმე შებრტყელებულია და ჩვეულებრივ საკმაოდ მსხვილი ციკლოიდური ქერცლითაა დაფარული, რომელიც თავზეც ვრცელდება. გვერდითი ხაზის ორგანო არა აქვს. პირი პატარა, განივი მდებარეობისაა; ის უკბილოა, ან წვრილი კბილებითაა აღჭურვილი. ლაყუჩის ხვრელები ფართოა. ლაყუჩთა აპკები არც ლაყუჩთაშუა მანძილთან და არც ერთმანეთთან შეზრდილი არ არიან. ლაყუჩის სხივები 56-ია. ლაყუჩთა ჩხირები წვრილი და გრძელია. ზურგის ორი ფარფლი აქვს, რომლებიც ერთმანეთთან შესამჩნევად დაშორებულია. პირველ ფარფლში 4 (იშვიათი გამონაკლისის სახით 3 და 5) მჩხვლეტავი ქიცვია, ხოლო მეორეში არა აქვს, ანალურ ფარფლში 2-3 ქიცვია და 7-12 (ჩვეულებრივ, 8–9) დატოტვილი სხივი. მუცლის ფარფლები, რომლებიც მუცლის ქვედა მხარეზე სხედან, მკერდის ფარფლებიდან არც ისე უკანაა დაშორებული და მასმი I 5 სხივია მოთავსებული. მკერდის ფარფლები მაღლა სხედან და გრძელია, მალების რაოდენობა 24-26.

ცნობილია რამდენიმე გვარი 100-მდე სახეობით, რომლებიც გავრცელებული არიან ტროპიკულ და ზომიერ სარტყლის მომლაშო და მტკნარ წყლებში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებმი მოიპოვება ერთი გვარი Mugil ექვსი სახეობით: შავ, აზოვიაა და იაპონიის ზღვებში.

საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია ერთი გვარი Mugil ორი სახეობით.

XX საუკუნის 30-იან წლებში შავი ზღვის კეფალი კასპიის ზღვაში გადაიყვანეს, სადაც ის კარგად მოშენდა და მრავლდება.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები