ძველბერძნული თეატრის არქიტექტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ძველბერძნული თეატრის არქიტექტურა''' – ბერძნული ანტიკური თ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ძველბერძნული თეატრის არქიტექტურა''' –  ბერძნული ანტიკური თეატრი ღია ტიპის შენობაა, რომელიც შედგება სცენისათვის განკუთვნილი მრგვალი მოედნის – [[ორქესტრა]]ს, მაყურებელთა დარბაზის – [[თეატრონი]]სა და ტანსაცმლისა და რეკვიზიტის შეცვლა-შენახვისთვის გამიზნული მინაშენის – [[სკენე]]საგან.  
+
'''ძველბერძნული თეატრის არქიტექტურა''' –  ბერძნული [[ანტიკური თეატრი]] ღია ტიპის შენობაა, რომელიც შედგება სცენისათვის განკუთვნილი მრგვალი მოედნის – [[ორქესტრა]]ს, მაყურებელთა დარბაზის – [[თეატრონი]]სა და ტანსაცმლისა და რეკვიზიტის შეცვლა-შენახვისთვის გამიზნული მინაშენის – [[სკენე]]საგან.  
  
საბერძნეთში თეატრებისათვის საგანგებოდ იყო შერჩეული შემაღლებული ადგილი, ამფითეატრები ბორცვებზე შენდებოდა. თუ თავდაპირველად თეატრონი და სკენე ხის იყო (ძვ.წთ. IV საუკუნემდე), მოგვიანებით ბერძნებმა ქვა გამოიყენეს, რამაც განაპირობა მათი მდგრადობა. ასეთია, მაგალითად, ძვ.წთ. IV საუკუნეში პოლიკლეტ უმცროსის მიერ ეპიდავრში აგებული თეატრი, სადაც ტრადიციული ოსტატობითაა გამოყენებული ბუნებრივი ბორცვის შემაღლება. მის დაქანებას ორგანულად ერწყმის თეატრონის ქვის საფეხურები. თავისთავად ეს ფორმა შემთხვევით არ იქნა მოძიებული. ანტიკური თეატრის სტრუქტურა პირველსაწყის ხალხურ საკულტო სანახაობაზეა დაფუძნებული. „ოდესღაც წრე-ორქესტრაზე გამოდიოდნენ საკულტო თამაშობის მორთულ-მოკაზმული მონაწილეები, რომელთა გარშემოც იყო მაყურებელი თავშეყრილი. თეატრალური სანახაობისადმი ინტერესმა და მაყურებელთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა მოქმედების გათამაშება ბორცვის ძირას. აქ იდგმებოდა კარავი-სკენე, სადაც გამოსასვლელად ემზადებოდნენ მსახიობები, მაყურებელი კი ბორცვზე იყო შეფენილი. დროთა განმავლობაში სკენე სვეტნარით შემკულ ორიარუსიან ნაგებობად გადაიქცა. იგი ქმნიდა მუდმივ არქიტექტურულ ფონს და გამოყოფდა მსახიობებს ბუნებრივი გარემოსაგან. ასევე, არქიტექტურულად გაიაზრებოდა ბორცვის დაქანებაც - წარმოიშვა თეატრონის კონცენტრული იარუსები”. ორქესტრაზე გამოსული მსახიობები, თუ [[ქორო]]ს მონაწილენი, თავისუფლად ფლობდნენ მრავალიარუსიანი მაყურებლის უზარმაზარ აუდიტორიას. ამასთან, მსახიობს არ სჭირდებოდა ხმის გაძლიერება. პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ ბერძნული თეატრონის საფეხურები ორქესტრის წრეს ნახევარზე უფრო მეტად ერტყმოდა გარს. ამიტომ მაყურებელი [[დრამა (სასცენო ჟანრი)|დრამის]] მოქმედების თანამონაწილედ გრძნობდა თავს და არ იყო სანახაობის მხოლოდ მხილველი. მაყურებელთა სივრცისა და მსახიობების მკვეთრი გამიჯვნა, იზოლირება, რაც ჩვენს დროში ესოდენ ტიპურია, საბერძნეთში არ არსებობდა.
 
12:55, 13 მარტი 2026-ის ვერსია

ძველბერძნული თეატრის არქიტექტურა – ბერძნული ანტიკური თეატრი ღია ტიპის შენობაა, რომელიც შედგება სცენისათვის განკუთვნილი მრგვალი მოედნის – ორქესტრას, მაყურებელთა დარბაზის – თეატრონისა და ტანსაცმლისა და რეკვიზიტის შეცვლა-შენახვისთვის გამიზნული მინაშენის – სკენესაგან.

საბერძნეთში თეატრებისათვის საგანგებოდ იყო შერჩეული შემაღლებული ადგილი, ამფითეატრები ბორცვებზე შენდებოდა. თუ თავდაპირველად თეატრონი და სკენე ხის იყო (ძვ.წთ. IV საუკუნემდე), მოგვიანებით ბერძნებმა ქვა გამოიყენეს, რამაც განაპირობა მათი მდგრადობა. ასეთია, მაგალითად, ძვ.წთ. IV საუკუნეში პოლიკლეტ უმცროსის მიერ ეპიდავრში აგებული თეატრი, სადაც ტრადიციული ოსტატობითაა გამოყენებული ბუნებრივი ბორცვის შემაღლება. მის დაქანებას ორგანულად ერწყმის თეატრონის ქვის საფეხურები. თავისთავად ეს ფორმა შემთხვევით არ იქნა მოძიებული. ანტიკური თეატრის სტრუქტურა პირველსაწყის ხალხურ საკულტო სანახაობაზეა დაფუძნებული. „ოდესღაც წრე-ორქესტრაზე გამოდიოდნენ საკულტო თამაშობის მორთულ-მოკაზმული მონაწილეები, რომელთა გარშემოც იყო მაყურებელი თავშეყრილი. თეატრალური სანახაობისადმი ინტერესმა და მაყურებელთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა მოქმედების გათამაშება ბორცვის ძირას. აქ იდგმებოდა კარავი-სკენე, სადაც გამოსასვლელად ემზადებოდნენ მსახიობები, მაყურებელი კი ბორცვზე იყო შეფენილი. დროთა განმავლობაში სკენე სვეტნარით შემკულ ორიარუსიან ნაგებობად გადაიქცა. იგი ქმნიდა მუდმივ არქიტექტურულ ფონს და გამოყოფდა მსახიობებს ბუნებრივი გარემოსაგან. ასევე, არქიტექტურულად გაიაზრებოდა ბორცვის დაქანებაც - წარმოიშვა თეატრონის კონცენტრული იარუსები”. ორქესტრაზე გამოსული მსახიობები, თუ ქოროს მონაწილენი, თავისუფლად ფლობდნენ მრავალიარუსიანი მაყურებლის უზარმაზარ აუდიტორიას. ამასთან, მსახიობს არ სჭირდებოდა ხმის გაძლიერება. პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ ბერძნული თეატრონის საფეხურები ორქესტრის წრეს ნახევარზე უფრო მეტად ერტყმოდა გარს. ამიტომ მაყურებელი დრამის მოქმედების თანამონაწილედ გრძნობდა თავს და არ იყო სანახაობის მხოლოდ მხილველი. მაყურებელთა სივრცისა და მსახიობების მკვეთრი გამიჯვნა, იზოლირება, რაც ჩვენს დროში ესოდენ ტიპურია, საბერძნეთში არ არსებობდა.

ანტიკური თეატრი ღია ცის ქვეშ იყო და წარმოდგენებიც დღის მანძილზე – დილიდან დაბინდებამდე – მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, ბუნებრივი განათება, რომელიც ერთნაირად ეფინებოდა მაყურებელსაც და მოქმედ პირებსაც, ძნელად აღსაქმელს ხდიდა მსახიობის თამაშის ნიუანსებს (თეატრონის ბოლო რიგებიდან მაინც). მით უფრო, თუ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო (ეპი- დავრში 13 000 მაყურებელი ეტეოდა, ეფესოს თეატრში, რომელიც ძვ.წთ. IV-III საუკუნეებში აიგო, 23 000). ამიტომ მსახიობები ადამიანის სახესთან შედარებით უფრო დიდი ზომის ნიღბებს იყენებდნენ, რაც პლასტიკურად გამოხატავდა გმირის სულიერი მდგომარეობის ძირითად ხასიათს, მონაწილეები გამოდიოდნენ გრძელ სამოსში – ქლამიდებში, მაღალძირიანი ფეხსაცმლით, რომელიც სიმაღლეში ზრდიდა მსახიობის ფიგურას. თავის მოძრაობას ისინი მუსიკას უთანხმებდნენ, რაც ხაზგასმულად რითმულ ხასიათს ატარებდა და გმირთა პლასტიკურ გამომსახველობას აძლიერებდა.

ძველი საბერძნეთის სხვადასხვა ტიპის თეატრების შესწავლამ ცხადყო, რომ არ იცვლება ამფითეატრი და ქოროსთვის განკუთვნილი მრგვალი ორქესტრა, მაგრამ სკენე დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. პიესის შინაარსის გართულებასა და გამდიდრებასთან ერთად რთულდება თეატრალური წარმოდგენების ტექნიკაც.

ყურადღების კონცენტრაციის მიზნით სკენეს ორივე მხრიდან უშენდება სასცენო სივრცის შემომფარგვლელი ფლიგელები, რის შედეგადაც იგი უკანა და გვერდითი კულისების მქონე სათამაშო მოედნად გადაიქცევა. „სათეატრო მოედნის ეს ფორმა, სამი მხრიდან შემოზღუდული კედლებით, როგორც ყველაზე მეტად მოსახერხებელი და სრულყოფილი ფორმა, შენარჩუნდება საუკუნეების მანძილზე“. ელინიზმის პერიოდში კვლავ ვითარდება სკენეს არქიტექტურა და მის სიბრტყეზე შენდება მაღალი შენობა, რომელიც სათამაშო მოედნის ნახევარს იკავებს და პროსკენიუმის სივრცეს წარმოშობს. უკვე არსებული სამი გასასვლელის პარალელურად ჩნდება ფერწერული დეკორაციების გასამართად გამიზნული საგანგებო ღიობები (ფირომები).

ღია თეატრების გვერდით საბერძნეთში არსებობდა დახურული ტიპის სათეატრო ნაგებობაც, ე.წ. ოდეონი, მაგრამ შემდგომი განვითარება მაინც ღია თეატრმა განიცადა, რომლის ნიმუშებსაც უკვე რომაული არქიტექტურის ისტორია გვთავაზობს.

იხილე აგრეთვე

ძველბერძნული თეატრი

წყარო

სათეატრო არქიტექტურა საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები