ევროპა
(→ჰავა და კლიმატური რესურსები) |
|||
| ხაზი 60: | ხაზი 60: | ||
განედის მიხედვით მნიშვნელოვან ფარგლებში იცქელება მზის რადიაციის მაჩვენებლები. წლიური რადიაცია არქტიკულ კუნძულებზე შეადგენს 60-70, ხოლო სამხრეთისაკენ მატულობს 140-150 კ კალ/სმ<sup>2</sup> -მდე. | განედის მიხედვით მნიშვნელოვან ფარგლებში იცქელება მზის რადიაციის მაჩვენებლები. წლიური რადიაცია არქტიკულ კუნძულებზე შეადგენს 60-70, ხოლო სამხრეთისაკენ მატულობს 140-150 კ კალ/სმ<sup>2</sup> -მდე. | ||
| + | ნალექების წლიური რაოდენობა შიდატერიტორიულად (აგრეთვე სეზონურად) მნიშვნელოვან ფარგლებში იცვლება. კლების საერთო ტენდენცია აღმოსავლეთისაკენ არის მიმართული. ატლანტისპირა და მთების ქარპირა კალთებზე იგი 1000-2000 მმ-ს აღწევს, ხოლო ზოგან ოროგრაფიული ნალექები 4000 მმ-ს აღემატება. სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ნალექების რაოდენობა 500-200 მმ-მდე კლებულობს. აორთქლებადობა ტერიტორიულად 100-1500 მმ ფარგლებში იცვლება. | ||
| + | მეტეოროლოგიური პირობების სეზონური რიტმი ევროპის ჰავის ნაირგვარობის ერთი მხარეა, მეორე კი შიდატერიტორიულად (კლიმა- ტური სარტყლებისა და ოლქების მიხედვით) გამოხატული კონტრასტებია. | ||
| + | ევროპა მდიდარია კლიმატური რესურსებით. ჰავის პირობების ნაირგვარობა შესაძლებელს ხდის განვითარდეს სოფლის მეურნეობა კულტურათა ფართო სპექტრით. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (სოფლის მეურნეობის კულტურათა სითბოთი უზრუნველყოფის მაჩვენებელი) ევროპის ტერიტორიაზე ძალიან დიდ ფარგლებში იცვლება. ტუნდრის ზონაში იგი 400°- ნაკლებია, ხოლო სუბტროპიკულ სარტყელში (ხმელთაშუაზღლვისპირეთი, ამიერკავკასია და სამხრეთი ყირიმი) იგი 5000-6000° აღწევს, რაც ტენით უზრუნველყოფის პირობებში საკმარისია რამდენიმე მოსავლის მისაღებად, თანაც ისეთი კულტურებისათვის, როგორიცაა სუბტროპიკული მეხილეობა, ციტრუსები, ჩაი, ბამბა და სხვა. კონტინენტის დიდი ნაწილი ზომიერ სარტყელშია, სადაც სითბოს რაოდენობა 2000-4000° ფარგლებში იცვლება და შესაძლებელია მოყვანილ იქნეს მრავალი სხვადასხვა კულტურა, დაწყებული საადრეო ბოსტნეულით და დამთავრებული სუბტროპიკული ხილით, ჩაით და ბამბით. ეს არის სოფლის მეურნეობის წამყვანი კულტურების (მარცვლოვანი) ძირითადი ზონა. | ||
| + | |||
| + | ტენის დეფიციტი ყველაზე საგრძნობია სამხრეთ ევროპაში (პირენეს, ბალკანეთის და აპენინის ნახევარკუნძულების შიდა და აღმოსავლეთი ვაკეები, პადანის ვაკე), ქვემო ვოლგისპირეთში, თერგ-ყუმის და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის (მტკვარ- არაქსის) ვაკეებზე, სადაც მიწათმოქმედება მოითხოვს ხელოვნურ მორწყვას. | ||
| + | |||
| + | ჭარბი დატენიანებით ხასიათდება ტუნდრისა და ტყეტუნდრის ზონები, სკანდინავიის დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, შოტლანდიის მთიანეთი, კუნძული ირლანდია, დასავლეთი ალპები, კოლხეთის ზღვისპირა ტერიტორიები და რიგი სხვა რეგიონები, სადაც დაშრობა კარგ შედეგს იძლევა. | ||
| + | |||
| + | ევროპის მნიშვნელოვან ნაწილზე (ხმელთაშუაზღვისპირეთი, ალპები, კარპატები, სამხრეთი ყირიმი, კავკასიის შავი ზღვისპირეთი და სხვა) ჰავა ძალიან ხელსაყრელია საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის. ამ მხრივ მას ვერც ერთი კონტინენტი ვერ შეედრება. ევროპა საერთაშორისო ტურიზმის პირველი რეგიონია. | ||
| + | |||
| + | ==== შიდა წყლები და წყლის რესურსები ==== | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:კონტინენტები]] | [[კატეგორია:კონტინენტები]] | ||
01:50, 11 მაისი 2026-ის ვერსია
ევროპა - (ბერძნული Eurōpē - დასავლეთი), ევრაზიის კონტინენტის დასავლეთი ნაწილი. მდებარეობს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილო-დასავლეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით და სამხრეთით - ატლანტის ოკეანე ზღვებით, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი გასდევს ურალის ქედს, მდინარე ემბას, კასპიის ზღვის ნაპირს, კუმა-მანიჩის ღრმულს.
ევროპა, ტერიტორიის სიდიდით, კონტინენტებიდან მხოლოდ ავსტრალიას აღემატება. მისი ფართობი კუნძულების ჩათვლით დაახლოებით 10,4 მლნ კვ კმ-ს შეადგენს. კუნძულების საერთო ფართობით (700 ათას კვ კმ-ზე მეტი) მას აღემატება მხოლოდ ჩრდილოეთი ამერიკა და აზია.
ევროპას უკავია ჩვენი პლანეტის ხმელეთის უდიდესი ერთიანი მასივის ევრაზიის დასავლეთი, ნაწილი, რომელიც უმეტესად ზომიერ სარტყელში მდებარეობს, სამხრეთი, ანუ ხმელთაშუაზღვიური ევროპა და ამიერკავკასია ხვდება სუბტროპიკულ, ხოლო კონტინენტის ჩრდილოეთი პერიფერია – სუბარქტიკულ სარტყელში. არქტიკულში კი მხოლოდ ყინულოვანი ოკეანის კუნძულები და სკანდინავიის უკიდურესი ჩრდილოეთი დაბოლოებაა.
ევროპის კუთვნილი კუნძულებიდან მნიშვნელოვანია: ყინულოვან ოკეანეში – ახალი მიწა, ფრანც-იოსების მიწა (ფლიგელის კონცხი კ. რუდოლფზე ყველაზე ჩრდილოეთი წერტილია –– ჩ.გ. 819-49°), შპიცბერგენი; ატლანტის ოკეანეში –– ისლანდია, ბრიტანეთის არქიპელაგი, კორსიკა, სარდინია, სიცილია და სხვ.
კონტინენტის გეოგრაფიულ მდებარეობას განსაზღვრავს უკიდურტსი წერტილების გეოგრაფიული კოორდინატები: ჩრდილოეთით – ნორდკინის კონცხი (ჩ.გ. 7 1° 08′), სამხრეთით – ტარიფის კონცხი (ჩ.გ. 36°), დასავლეთით − როკის კონცხი (დ.გ. 9° 34′), აღმოსავლეთით პოლარული ურალის აღმოსავლეთი მთისძირი, ბაიდარაცკის უბესთან (ა.გ. 67° 20′).
ჩრდილოეთიდან აკრავს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზღვები – კარის, ბარენცის, თეთრი, ნორვეგიის; დასავლეთიდან – ატლანტის ოკეანე ზღვებით – ბალტიის, ჩრდილოეთის, ირლანდიის, ხმელთაშუა (მასში შემავალი ზღვებით), შავი და აზოვის; აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეზე საზღვარი მეტწილად პირობითია და გასდევს ურალის აღმოსავლეთ მთისძირებს, მდინარე ემბას, კვეთს კასპიის ზღვას, ხოლო კავკასიის ფარგლებში საზღვარი გასდევს ამიერკავკასიის რესპუბლიკების პოლიტიკურ საზღვარს ირანთან და თურქეთთან.
ევროპა გამოირჩევა ბუნების მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებით. მის ტერიტორიაზე გამოხატულია სუბტროპიკული, ზომიერი, სუბარქტიკული და არქტიკული სარტყლების ყველა ტიპის ლანდშაფტი, როგორც ბარის, ისე მთის. ევროპა ყველაზე ოკეანური და ერთ-ერთი ყველაზე წყლიანი (ხვედრითი), ყველაზე დასახლებული და ყველაზე სახეშეცვლილი (ველური ბუნება) კონტინენტია.
მრავალფეროვანია კონტინენტის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა და სამეურნეო საქმიანობაც. იგი ერთადერთი კონტინენტია, რომელსაც კოლონიური უღელი არ უტარებია და ცხოვრების საშუალო დონითაც ჩვენს ეპოქაში ყველაზე მაღლა დგას, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერაა. მისგან იღებდა სათავეს უძველესი სავაჭრო გზები. ახალი ქვეყნების აღმოჩენაში და თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევაში მისი წვლილი უდიდესია.
სარჩევი |
რელიეფი
ევროპის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია რელიეფის ნაირგვარი ფორმები, რაც განსაზღვრულია ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების ისტორიით, მასთან დაკავშირებული ტექტონიკური აგებულებით და პალეო და თანამედროვე კლიმატური პირობებით. თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვან რელიეფწარმომქმნელ (მიკრო და ნაწილობრივ მეზოფორმების) ფაქტორად გვევლინება ადამიანის სამეურნეო საქმიანობა.
კონტინენტის ტერიტორიის ტექტონიკურ აგებულებაში მონაწილეობს ყველა ასაკის სტრუქტურა, რომელთაგან დომინირებს ბაქნური სტრუქტურები, რამაც განსაზღვრა ვაკე რელიეფის გაბატონება (ტერიტორიის 70%-ზე მეტი). ზედაპირის საშუალო სიმაღლით (დაახლოებით 300 მ) ევროპა მხოლოდ ავსტრალიას აღემატება. ხმელეთის ზედაპირის სიმაღლითი განვითარების ამპლიტუდა (დიაპაზონი) შეადგენს 5670 მ, კასპიისპირა დაბლობიდან (-28 მ) მწვერვალ იალბუზამდე (5642 მ).
ევროპის თანამედროვე რელიეფის ხასიათში ნათლად ჩანს მისი კავშირი ტექტონიკურ აგებულებასთან. უძველესი (არქეულ-პროტეროზოული) ასაკის ბირთვს, რომლის გარშემოც ხანგრძლივ გეოლოგიურ დროში შეიკრა მისი ტერიტორია, წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის პლატფორმა, რომელზეც განვითარდა კონტინენტის ყველაზე მსხვილი მორფოსტრუქტურული და ოროგრაფიული ერთეული – ევროპის ვაკე. მასზე მოდის ევროპის ფართობის ნახევარზე მეტი. იგი ვრცელდება ურალის მთებიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, თეთრი და ბარენცის ზღვებიდან შავ და კასპიის ზღვებამდე და კავკასიონამდე. სამხრეთ-დასავლეთით ვრცელდება კარპატებამდე, კავკასიონამდე და ჰერცინულ ევროპამდე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით – სკანდინავიის მთებამდე. ვაკის ძირითადი, ყველაზე განიერი ნაწილი უკავია აღმოსავლეთ ევროპის, ანუ რუსეთის ვაკეს, ხოლო დასავლეთის შევიწროებული ნაწილი შუა ევროპის (გერმანია-პოლონეთისა და იუტლანდიის) ვაკეს.
პლატფორმის ძირითადი ნაწილი უკავია ბაქანს, რომლის ფარგლებშიც უძველესი ასაკის კრისტალური საძირკველი (ფუნდამენტი) გადახურულია სხვადასხვა ასაკისა და სისქის ზღვიური და კონტინენტური დანალექი ქანების წყებით (ბაქნის ზეწრით), რომლის რელიეფშიც შერწყმულია ბრტყელი ან სუსტად დაბორცვილი დაბლობები და შედარებით დანაწევრებული მაღლობები. კრისტალური ფუნდამენტი მხოლოდ ორ ადგილას არის გაშიშვლებული კრისტალური ფარების (შვერილების) სახით. მათგან ბევრად უფრო ვრცელია ბალტიის კრისტალური ფარი, რომელზეც განვითარებულია კოლაკარელიისა და შვედეთ-ფინეთის კრისტალური (ცოკოლიანი) ვაკეები. მეორე, გაცილებით ნაკლები მასშტაბის შვერილი, წარმოქმნილია ბაქნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უკრაინის ფარის (კრისტალური მასივი) სახით.
ევროპის ტერიტორიის „შევსებაში“ და მორფოსტრუქტურების და რელიეფის გართულება-გამრავალფეროვნებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების კალედონურმა ეტაპმა (ქვედა პალეოზოური). კალედონური დანაოჭებით წარმოქმნილი ხმელეთის დიდი ნაწილი დღეისათვის დაძრულია ატლანტის ოკეანეში. ევროპის ხმელეთში მისგან შემოგვრჩა მხოლოდ ცალკეული განაპირა მასივები სკანდინავიის, შპიცბერგენისა და შოტლანდია- ინგლისის ნაოჭა-ლოდა, საშუალო და დაბალი მთიანი მასივების სახით.
ევროპის თანამედროვე რელიეფში მასშტაბური გამოვლინებით გამოირჩევა ჰერცინული ოროგენეზისი, განსაკუთრებით ცენტრალურ, აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჰერცინულ ევროპაში ჭარბობს საშუალო და დაბალმთიანი ლოდა მასივები (საფრანგეთის ცენტრალური მასივი, ვოგეზები, შვარცვალდები, ფიქლიანი მთები, ჩეხეთის მასივი, ბრიტანეთის კუნძულების მთიანი მასივები, ურალი და სხვ.) და სხვადასხვა ტიპის ვაკე-დაბლობები: ზემო რაინის გრაბენული დაბლობი, გარონის, ანუ აქვიტანიის მთისწინა (პირენეების) ღრმული დაბლობი, პალეოზოური ბაქნის სინეკლიზებთან დაკავშირებული პარიზისა და ლონდონის კუესტური, ბორცვიანი ვაკე-დაბლობები და სხვ.
ევროპის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა ხანგრძლიობით ბევრად უფრო ხანმოკლე ალპურმა ოროგენეზისმა და დროში მასთან შერწყმულმა დედამიწის ქერქის ნეოტექტონიკურმა მოძრაობამ, რამაც მოიცვა არა მარტო ალპური დანაოჭების ოლქი, არამედ გამოიწვია უფრო ძველი სტრუქტურების დეფორმაცია-გართულება და რელიეფის ფორმათა გამრავალფეროვნება. ალპური დანაოჭებით წარმოქმნილი მთები (პირენეები, ანდალუზები, ალპები, აპენინები, კარპატები, დინარიდები, ბალკანები, სამხრეთ ყირიმის მთები, კავკასიონი და სხვ.) უწყვეტ სარტყელს ქმნიან სამხრეთ ევროპაში, ჰერცინული ევროპის სამხრეთით. ხმელეთის ზედაპირის ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაწევრების და მასთან წყლისა და ხმელეთის განაწილების თანამედროვე სურათი ჩამოყალიბდა დედამიწის ქერქის ნეოტექტონიკური ვერტიკალურ-დიფერენციალური და რღვევითი მოძრაობის შედეგად. ხანგრძლივ დროში პენეპლენიზირებული კალედონური და ჰერცინული ნაოჭა სტრუქტურებისაგან წარმოიქმნა გაახალგაზრდავებული (აღორძინებული) ნაოჭა-ლოდა და ლოდა (სკანდინავიის, ურალის, მოტლანდიის, პენინის, ცენტრალური საფრანგეთის და ჩეხეთის მასივები და სხვ.) დაბალი და საშუალომთიანი მასივები, რღვევით მოძრაობას ახლდა ინტენსიური ვულკანიზმი (განსაკუთრებით ინტრუზიული პროცესები). მთიანი სისტემების აზევების პარალელურად ალპურ მთათა სარტყელში წარმოიშვა მთისწინა და მთათაშორისი ვაკე-ღრმულები − შუა და ქვემო დუნაის, პადანის, კოლხეთის, მტკვარ-არაქსის და სხვ.).
ნეოტექტონიკური მოძრაობის შედეგად საბოლოოდ გაწყდა სახმელეთო კავშირი ჩრდილოეთ ამერიკასა და ეგროპას შორის, განცალკევდა შპიცბერგენის არქიპელაგი, კონტინენტს გამოეყო ბრიტანეთის კუნძულები, წარმოიშვა გიბრალტარის სრუტე. ტექტონიკური დაქუცმაცება განიცადა ეგეოსის ზღვის ადგილას არსებულმა ძველმა ხმელეთმა და სახმელეთო კავშირი გაწყდა ბალკანეთის ნ/კუნძულსა და მცირე აზიას შორის, წარმოიქმნა შავი და ეგეოსის ზღვების დამაკავშირებელი სრუტეები (ბოსფორის და დარდანელის) და ა.შ.
მთიანი სისტემების ნეოტექტონიკურმა აზევებამ გააძლიერა ეროზიული პროცესები, რამაც მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა რელიეფის ფორმები და მთლიანად − ბუნებრივი ლანდშაფტები.
გამყინვარების და გამყინვარებათაშორის ეპოქებს შორის მნიშვნელოვნად იცვლებოდა ხმელეთისა და წყლის განაწილების და კონტინენტის სანაპირო ხაზის ხასიათი. ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთის კუნძულებსა და კონტინენტს შორის პერიოდულად სახმელეთო კავშირი მყარდებოდა.
გამყინვარების შემდგომ პერიოდში აღინიშნა მსოფლიო ოკეანის დონის საერთო აწევა, რამაც გამოიწვია ოკეანის ტრანსგრესია კონტინენტის ჩრდილოეთ და დასავლეთ მხარეზე, შელფური ზღვების წარმოქმნა და ჩრდილოეთ ამერიკასთან სახმელეთო კავშირის საბოლოო გაწყვეტა, ასევე ბრიტანეთის კუნძულების განცალკევება და სხვ.
გამყინვარების შედეგად კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა კონტინენტის რელიეფი, ჩრდილოეთში მყინვარულ-ეგზარაციული (მყინვარულ-ეროზიული), სამხრეთ-აღმოსავლეთით და შუა ევროპის ვაკეებზე – მყინვარულ-აკუმულაციური ფორმებით.
რელიეფწარმომქმნელ ფაქტორებს შორის ჩვენს ეპოქაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის სამეურნეო საქმიანობას, რასთანაც არის დაკავშირებული ანთროპოგენური რელიეფის ფორმები – დატერასებული ფერდობები, კაშხალები, სარწყავი და სადრენაჟო არხები, ჯებირები, ფუჭი ქანებისაგან წარმოქმნილი უზარმაზარი ნაყარები (ტერიკონები), ანთროპოგენური ხრამები, ტერიკონები, ზედაპირული ფენების (ქანების) ჩანაქცევები და ა.შ.
სასარგებლო წიაღისეული
მდიდარი და მრავალფეროვანია ევროპის სარესურსო ბაზა. მის ტერიტორიაზე მოიპოვება სამრეწველო მნიშგვნელობის ყველა სახის სასარგებლო წიაღისეული. მისი წიაღი შეიცავს სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვან მარაგს. ნავთობ-გაზის მნიშვნელოვანი საბადოებია ვოლგა-ურალში, ჩრდილოეთ კასპიისპირეთში, კავკასიაში, ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე, ნიდელანდებში, დიდ ბრიტანეთში, რუმინეთში, პეჩორის აუზში და სხვ. ქვ ნახშირის მნიშვნელოვანი საბადოებია დონეცკში, პეჩორის აუზში, ზემო და ქვემო სილეზიაში (პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია), რურის და საარის აუზებში (გერმანია), უელსში (დიდი ბრიტანეთი) და სხვ. რკინის მადნის დიდი საბადოებია რუსეთში (ურალი, კურსკის მაგნიტური ანომალია, კოლის ნ.კ.), უკრაინაში (კრივოი-როგი, ქერჩის ნ.კ.), შვედეთში, საფრანგეთში (ლოთარინგია) და სხვ. მარგანეცის მნიშვნელოვანი მარაგი გააჩნია უკრაინას (ნიკოპოლი), საქართველოს (ჭიათურა). ბოქსიტების მნიშვნელოვანი საბადოებია რუსეთში (ურალი, ლენინგრადის ოლქის ტერიტორია), უნგრეთში, საფრანგეთში, იტალიაში და სხვ. ფერადი ლითონების საბადოები უმთავრესად უკავშირდება ჰერცინულ სტრუქტურებს (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, კავკასია და სხვ.). ქვამარილის და სუფრის მარილის დიდი საბადოებია უკრაინაში, ბელორუსიაში, კასპიისპირეთში, წინა ურალში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში. აპატიტების და ნეფელინების მდიდარი საბადოები – კოლის ნ/ კუნძულზე და სხვ.
ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები:
ვაკეები:
აღმოსავლეთ ევროპის ვაკე (გოლგისპირა, კასპიისპირა, შავი ზღვისპირა, ბალტიისპირა, პოლესიეს და სხვ. დაბლობში; შუა რუსეთის, ვოლგისპირა, ვალდაის, პოდოლის და სხვ, მაღლობები); შუა ევროპის ვაკე, ანუ გერმანია-პოლონეთის დაბლობი, შუა და ქვემო დუნაის დაბლობები, ლომბარდის დაბლობი, გარონის (აქვიტანიის) დაბლობი, ჩრდილო საფრანგეთის (პარიზის) ვაკე და სხვ.
მთები:
კავკასიონი, მცირე კავკასიონი, ურალი, სკანდინავიის, ალპები, პირენეები, ანდალუზიის, აპენინები, დინარიდები, ბალკანები, სამხრეთ ყირიმის, საფრანგეთის ცენტრალური მასივი, ჩეხეთის მასივი, პენინის და სხვ.
ჰავა და კლიმატური რესურსები
მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებიდან ევროპისათვის აღსანიშნავია გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფის ხასიათი და სანაპირო ხაზის ძლიერი დანაწევრება. კონტინენტის უმეტესი ნაწილის ზომიერ განედებში და ატლანტის ოკეანისპირა მდებარეობამ სანაპირო ხაზის ძლიერი დანაწევრების პირობებში განსაზღვრა ევროპის ჰავის ყველაზე მეტი ოკეანურობა კონტინენტებს შორის. მიუხედავად არცთუ დიდი ტერიტორიისა, იგი გამოირჩევა კლიმატური პირობების მნიშვნელოვანი ნაირგვარობით, რასაც ნათლად ასახავს მეტეოროლოგიური მაჩვენებლების ცვალებადობა დროსა (სეზონების მიხედვით) და სივრცეში (კლიმატური სარტყლების და ოლქების მიხედვით).
ევროპის ძირითადი ნაწილი ზომიერ სარტყელშია, რის გამოც ატმოსფერული პროცესებიდან მთავარ როლს ასრულებს ციკლონური ხასიათის დასავლეთის ქარი, რომლის გავლენითაც მეტწილ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ზღვიური და ზომიერად კონტინენტური ჰავა. ატლანტის ოკეანიდან მონაბერი ზღვიური ჰაერის ტრანსფორმაცია და შესაბამისად კლიმატის შეცვლაც აღმოსავლეთისაკენ მიმართულებით სანაპირო ხაზის ძლიერი დანაწევრების და მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ბარიერების არარსებობის წყალობით, ნელა მიმდინარეობს.
განედის მიხედვით მნიშვნელოვან ფარგლებში იცქელება მზის რადიაციის მაჩვენებლები. წლიური რადიაცია არქტიკულ კუნძულებზე შეადგენს 60-70, ხოლო სამხრეთისაკენ მატულობს 140-150 კ კალ/სმ2 -მდე.
ნალექების წლიური რაოდენობა შიდატერიტორიულად (აგრეთვე სეზონურად) მნიშვნელოვან ფარგლებში იცვლება. კლების საერთო ტენდენცია აღმოსავლეთისაკენ არის მიმართული. ატლანტისპირა და მთების ქარპირა კალთებზე იგი 1000-2000 მმ-ს აღწევს, ხოლო ზოგან ოროგრაფიული ნალექები 4000 მმ-ს აღემატება. სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ნალექების რაოდენობა 500-200 მმ-მდე კლებულობს. აორთქლებადობა ტერიტორიულად 100-1500 მმ ფარგლებში იცვლება.
მეტეოროლოგიური პირობების სეზონური რიტმი ევროპის ჰავის ნაირგვარობის ერთი მხარეა, მეორე კი შიდატერიტორიულად (კლიმა- ტური სარტყლებისა და ოლქების მიხედვით) გამოხატული კონტრასტებია.
ევროპა მდიდარია კლიმატური რესურსებით. ჰავის პირობების ნაირგვარობა შესაძლებელს ხდის განვითარდეს სოფლის მეურნეობა კულტურათა ფართო სპექტრით. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (სოფლის მეურნეობის კულტურათა სითბოთი უზრუნველყოფის მაჩვენებელი) ევროპის ტერიტორიაზე ძალიან დიდ ფარგლებში იცვლება. ტუნდრის ზონაში იგი 400°- ნაკლებია, ხოლო სუბტროპიკულ სარტყელში (ხმელთაშუაზღლვისპირეთი, ამიერკავკასია და სამხრეთი ყირიმი) იგი 5000-6000° აღწევს, რაც ტენით უზრუნველყოფის პირობებში საკმარისია რამდენიმე მოსავლის მისაღებად, თანაც ისეთი კულტურებისათვის, როგორიცაა სუბტროპიკული მეხილეობა, ციტრუსები, ჩაი, ბამბა და სხვა. კონტინენტის დიდი ნაწილი ზომიერ სარტყელშია, სადაც სითბოს რაოდენობა 2000-4000° ფარგლებში იცვლება და შესაძლებელია მოყვანილ იქნეს მრავალი სხვადასხვა კულტურა, დაწყებული საადრეო ბოსტნეულით და დამთავრებული სუბტროპიკული ხილით, ჩაით და ბამბით. ეს არის სოფლის მეურნეობის წამყვანი კულტურების (მარცვლოვანი) ძირითადი ზონა.
ტენის დეფიციტი ყველაზე საგრძნობია სამხრეთ ევროპაში (პირენეს, ბალკანეთის და აპენინის ნახევარკუნძულების შიდა და აღმოსავლეთი ვაკეები, პადანის ვაკე), ქვემო ვოლგისპირეთში, თერგ-ყუმის და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის (მტკვარ- არაქსის) ვაკეებზე, სადაც მიწათმოქმედება მოითხოვს ხელოვნურ მორწყვას.
ჭარბი დატენიანებით ხასიათდება ტუნდრისა და ტყეტუნდრის ზონები, სკანდინავიის დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, შოტლანდიის მთიანეთი, კუნძული ირლანდია, დასავლეთი ალპები, კოლხეთის ზღვისპირა ტერიტორიები და რიგი სხვა რეგიონები, სადაც დაშრობა კარგ შედეგს იძლევა.
ევროპის მნიშვნელოვან ნაწილზე (ხმელთაშუაზღვისპირეთი, ალპები, კარპატები, სამხრეთი ყირიმი, კავკასიის შავი ზღვისპირეთი და სხვა) ჰავა ძალიან ხელსაყრელია საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის. ამ მხრივ მას ვერც ერთი კონტინენტი ვერ შეედრება. ევროპა საერთაშორისო ტურიზმის პირველი რეგიონია.