ლუგალბანდა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 31: | ხაზი 31: | ||
დაბრუნებისას წაასვენონ ურუქში მისი ცხედარი. მარტოდ | დაბრუნებისას წაასვენონ ურუქში მისი ცხედარი. მარტოდ | ||
დარჩენილი ლუგალბანდა ევედრება ჯერ ამომავალ მზეს, მერე | დარჩენილი ლუგალბანდა ევედრება ჯერ ამომავალ მზეს, მერე | ||
| − | [[ინანა]]ს, [[სინი|სინს]], რომლებიც მოუტანენ მას „სიცოცხლის სუნთქვას“ | + | [[ინანა]]ს, [[სინი (მითოლოგია)|სინს]], რომლებიც მოუტანენ მას „სიცოცხლის სუნთქვას“ |
და განკურნავენ. მათი წყალობით იგემებს იგი „სიცოცხლის | და განკურნავენ. მათი წყალობით იგემებს იგი „სიცოცხლის | ||
ჭამადს“ და „სიცოცხლის სასმელს“. გამოჯანსაღებულს სიზმრად | ჭამადს“ და „სიცოცხლის სასმელს“. გამოჯანსაღებულს სიზმრად | ||
15:27, 7 დეკემბერი 2018-ის ვერსია
ლუგალბანდა – „მეფე-ყრმა“, შუმერული ურუქის ლეგენდარული მეფე, რომელიც გვხვდება პერსონაჟად რამდენიმე შუმერულ ეპოსში. მეფეთა სიის მიხედვით იგი ურუქის I დინასტიის მესამე მეფეა, მოსდევს ენმერქარს. აქ იგი წოდებულია „მწყემსად“ (სიპა): „ლუგალბანდა, მწყემსი, იმეფა 1200 წელს“. აღსანიშნავია, რომ მის სახელს წინ უძღვის ტახტზე (დუმუზის და გილგამეშს), რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ლუგალბანდა ღვთაებად ან ნახევარღვთაებად იყო შერაცხილი. ზოგიერთ თქმულებაში (მაგ., „გილგამეში და ხუვავა“) მის გვერდით იხსენიება ქალღმერთი ნინსუნა, როგორც მისი ღვთაებრივი ცალი. ასევე აქადურ ეპოსში („გილგამეშიანში“) ლუგალბანდა გილგამეშის მამაც არის და მისი პირადი ღვთაებაც, რომელიც მფარველობს მას.
შუმერულ ეპოსში ლუგალბანდა შემკულია ეპითეტებით „წმინდა“, „ბრწყინვალე“ (ქუნგ) „ბრძენად“, „დიდთა საქმეთა ხელმყოფელად“.
შუმერული ეპიური თქმულების მიხედვით ლუგალბანდა არის ჭაბუკი, ენერგიული მეფე ურუქისა, რომელიც არ უშინდება სახიფათო მგზავრობებსა და ლაშქრობებს. იგი მოხვდება უდაბურ მთაში, საბუს მხარეში, „სადაც მარტო არავინ დადის“ და „საიდანაც ხალხთან არავინ ბრუნდება“. აქ შეხვდება იგი ფრთოსან ანზუდს, რომელიც ასწავლის მას უკანმოსაბრუნებელ გზას.
მეორე ეპიური თქმულება არათასთან არის დაკავშირებული. აქ ლუგალბანდა მოქმედებს შვიდ მოყმესთან ერთად, რომლებიც ქალღმერთ ურაშის მიერ შობილად არიან მოხსენებულნი. არათასკენ მიმავალს შუაგზაზე, ხურუმის მთაში, უცხო რამ სენი შეეყრება, თანამგზავრები მკვიდრად ჩათვლიან მას, ტოვებენ მთაში და თავად არათასკენ განაგრძობენ გზას. გადაწყვეტენ დაბრუნებისას წაასვენონ ურუქში მისი ცხედარი. მარტოდ დარჩენილი ლუგალბანდა ევედრება ჯერ ამომავალ მზეს, მერე ინანას, სინს, რომლებიც მოუტანენ მას „სიცოცხლის სუნთქვას“ და განკურნავენ. მათი წყალობით იგემებს იგი „სიცოცხლის ჭამადს“ და „სიცოცხლის სასმელს“. გამოჯანსაღებულს სიზმრად ეცხადება სიცოცხლის სახსარი.
ურის III დინასტიის მეფეები ლუგალბანდას თავიანთ მამად, წინაპრად თვლიდნენ, რაკი ურუქიდან გამოჰყავდათ თავიანთი მოდგმა.