ამერიძე იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „იოსებ ამერიძე“ გადაიტანა გვერდზე „ამერიძე იოსებ“)
 

მიმდინარე ცვლილება 12:00, 16 ივნისი 2026 მდგომარეობით

ამერიძე, იოსებ მღვდელი, იგივე ქეშიშ დარდი-მანდი (XVIII - XIX სს.) – მოლექსე მოძღვარი და მსახიობი. მონაწილეობდა ერეკლე II-ის დროის თეატრში, როგორც მსახიობი. წერდა ლექსებსაც და მღეროდა კიდეც, რასაც მღვდელმთავარი უშლიდა. ამის გამო იოსებ ამერიძეს მღვდელმთავართან ლექსებით პოლემიკაც ჰქონდა. სხვათა შორის, დოსითეოს ეპისკოპოსს ერთ ლექსზე პასუხი ლექსითვე გასცა:

„დოსითეოს არქიერი ბელოსა,
ვინ იქნება იმას დაეტოლოსა,
... მე დამიშლის შესვლას პალატასა,
თვით კი მუდმივ მოივლის ავლაბარსა“
[პალატას ძველად თეატრს უწოდებდნენ].

ლიტერატურა
1. ჭიჭინაძე, ზ. ქართული თეატრალური მწერლები // თეატრი და ცხოვრება. – 1910. – № 10. – გვ. 11-13.


[რედაქტირება] წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები