გალი-კურჩი ამელიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:ვოკალისტები]] | [[კატეგორია:ვოკალისტები]] | ||
16:58, 16 ივნისი 2023-ის ვერსია
გალი-კურჩი ამელიტა - Galli Curci, (18. XI. 1889, მილანი, – 26. XI. 1963, ლაჰოლია, კალიფორნია), იტალიელი მომღერალი (კოლორატურული სოპრანო).
1903 დაამთავრა მილანის კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი. პ. მასკანის რჩევით დამოუკიდებლად დაიწყო სიმღერის შესწავლა. 1906-30 გამოდიოდა იტალიისა და სხვა ქვეყნების საოპერო სცენაზე (1916-იდან აშშ-ში ცხოვრობდა), 1930-38 ძირითადად მღეროდა კონცერტებში. მე-20 ს-ის I ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი მომღერალია. სახელი გაითქვა ჯ. როსინის, გ. დონიცეტის, ჯ. ვერდის, შ. გუნოს ოპერებში მონაწილეობით.